თარგმანი: რამეთუ ჴორცნი, სადაჲთცა ვინ მიიყვანებდეს, მივლენ, და უკუეთუ ენებოს კაცსა, ძალ-უც ჴელისა თჳსისა საჭურველ მოწყალებისა ყოფად, ანუ თუ საჭურველ მტაცებლობისა. ეგრეთვე ენასა ძალ-უც საჭურველ სიმართლისა ყოფად გალობითა. და კუალად, საჭურველ ცოდვისა — ბოროტისმეტყუელებითა. და ეგრეთვე სხუანი ყოველნი ასონი არიან.
ჰრომაელთა მიმართ 6:13
12. ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა მორჩილებად მისა გულის-თქუმათა შინა მისთა,13. ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა.14. და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 6