თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ სარგებელი მოიღეთ პირველისა მის უკეთურებისაგან? — გარნა სირცხჳლი. რამეთუ ესევითარი არსო ნაყოფი ცოდვისაჲ, რომელ ჴსენებაჲცა მისი სირცხჳლ არს. და უკუეთუ ჴსენებაჲ ოდენ სარცხჳნელ არს, თჳთ საქმე რაჲ იყოს! და აწ უკუე ორკერძო კეთილი გეყოო: ერთად, რომელ განსთავისუფლდით სირცხჳლისა მისგან, და მეორედ, რამეთუ სცანთ, რასა შინა იყვენით. რამეთუ, გულისჴმა-ყავთ თუ საქმეთა მათ, რომელთა ჴსენებითა სირცხჳლი მოგივალს გონებასა, რაჲმცა იყო სასყიდელი მათი? რამეთუ ცოდვისა ნაყოფი და აღსასრული სიკუდილი არს სულისაჲ. ხოლო სიმართლისა ნაყოფი და აღსასრული — კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ და სიხარული და სიწმინდე და ცხორებაჲ საუკუნოჲ. და ცოდვისა საგზალი სიკუდილი არს სულიერი, ხოლო სიმართლისა — მადლი ღმრთისაჲ ცხორებად საუკუნოდ. ხოლო საგზლად იტყჳს ნაყოფსა და მოსაგებელსა ცოდვისასა.
ჰრომაელთა მიმართ 6:21
მოციქულისაჲ: რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვსცხონდებოდით მას შინა? (6,2).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან გურწმენა და ნათელ-ვიღეთ, მკუდარ-ვიქმნენით ცოდვისაგან, არღარას ზედა ვმორჩილებდეთ მას, რამეთუ ესე ერთგზის ჰქმნა ნათლის-ღებამან, რომელ მოგუაკუდინა მისგან. აწ უკუე ჩუენსა ნებასა და მოსწრაფებასა ზედა არს, რომელ, დაღაცათუ ბევრეულ გუეტყოდის ცოდვა, არა ვმორჩილებდეთ მას, არამედ ვიყვნეთ აღუძრველ მისა მიმართ, ვითარცა მკუდარნი.
მოციქულისაჲ: რომლითა ნათელს-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ (6,3).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "სიკუდილისა მიმართ ნათელ-ვიღეთ"? — ესე იგი არს, რაჲთა, ვითარცა იგი მოკუდა, ეგრეთცა ჩუენ მოვკუდეთ ცოდვისაგან, რამეთუ ჯუარცუმა ჩუენდა არს ნათლისღებაჲ. და ვითარცა ქრისტეს სიკუდილისა მიზეზ ჯუარცუმაჲ და საფლავი იქმნა, ეგრეთვე ჩუენდა მიზეზ ცოდვისა სიკუდილი არს ნათლისღებაჲ; დაღაცათუ არა ერთითა სახითა არს ჩუენი და მისი, რამეთუ იგი ჴორცითა მოკუდა და აღდგა, ხოლო ჩუენ ცოდვისაგან მოვკუდებით და აღვდგებით სულითა მკუდრობისა მისგან სულიერისა. და ამისათჳს არა თქუა თუ თანანერგ...
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ოდეს-იგი ჰმონებდით ცოდვასა, ყოვლად არცა ერთსა რას თავს-იდებდით ქმნასა სიმართლისასა, რამეთუ ესე არს თავისუფლებაჲ სიმართლისაგან, და ამას ყოველსა შინა უნაყოფოცა იყვენით ჰჱთუმცა ვითარ-იგი კეთილისაგან, ეგრეთვე ბოროტისაგან! არამედ საქადული არცა ერთი რაჲ გაქუნდა. ხოლო სირცხჳლითა ესოდენ აღსავსე იყვენით. რომელ არა ხოლო მაშინ, არამედ ჯერეთ აწცა გრცხუენის მაშინდელთა საქმეთათჳს, რამეთუ ესევითარი არს გონებაჲ ცოდვისაჲ, რომელ მრავალჟამეულსა სირცხჳლსა აქა, და უნანელ თუ იყოს, დაუსრულებელსაცა სირცხჳლსა დაუმკჳდრებს, აქაცა და მუნცა; და არა ხოლო სირცხჳლსა, არამედ სიკუდილსაცა სულისასა.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის