მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 6:3

2. რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა?3. ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?4. და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.
ჰრომაელთა მიმართ თავი 6
3. ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? (6,3).:

თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: "მოვკუედით ცოდვისაგან", ხოლო აქა თარგმნის, თუ ვითარ მოვკუედით ცოდვისაგან, და იტყჳს, ვითარმედ: "არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?" ხოლო რაჲ არს ესე თუ "სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ"? — ესე იგი არს, ვითარმედ: ამით გულისსიტყჳთა ნათელ-ვიღეთ, რაჲთა, ვითარცა იგი მოკუდა ჴორცითა, ეგრეთცა ჩუენ მოვკუდეთ ცოდვისაგან. რამეთუ ჯუარცუმა ჩუენდა არს ნათლის-ღებაჲ და ვითარცა ქრისტეს სიკუდილისა მიზეზ ჯუარცუმაჲ და საფლავი იქმნა, ეგრეთვე ჩუენდა მიზეზ ცოდვისაგან სიკუდილისა არს ნათლისღებაჲ; დაღაცათუ არა ერთითა სახითა არს ჩუენი და მისი, რამეთუ იგი ჴორცითა მოკუდა და აღდგა, ხოლო ჩუენ ცოდვისაგან მოვკუდებით და აღვდგებით სულითა მკუდრობისა მისგან სულიერისა. და ამისთჳს არა თქუა თუ "თანანერგ ვექმნენით სიკუდილსა მისსა", არამედ "მსგავსებასა სიკუდილისა მისისასაო". რამეთუ იგიცა და ესეცა სიკუდილი არს, არამედ არა ერთსა პირსა ზედა, რამეთუ ქრისტესი ჴორცითა სიკუდილი იყო, ხოლო ჩუენი სიკუდილი არს ცოდვისაგან მკუდარ-ყოფაჲ.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლითა ნათელს-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ (6,3).:

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "სიკუდილისა მიმართ ნათელ-ვიღეთ"? — ესე იგი არს, რაჲთა, ვითარცა იგი მოკუდა, ეგრეთცა ჩუენ მოვკუდეთ ცოდვისაგან, რამეთუ ჯუარცუმა ჩუენდა არს ნათლისღებაჲ. და ვითარცა ქრისტეს სიკუდილისა მიზეზ ჯუარცუმაჲ და საფლავი იქმნა, ეგრეთვე ჩუენდა მიზეზ ცოდვისა სიკუდილი არს ნათლისღებაჲ; დაღაცათუ არა ერთითა სახითა არს ჩუენი და მისი, რამეთუ იგი ჴორცითა მოკუდა და აღდგა, ხოლო ჩუენ ცოდვისაგან მოვკუდებით და აღვდგებით სულითა მკუდრობისა მისგან სულიერისა. და ამისათჳს არა თქუა თუ თანანერგ ვექმნნეთ სიკუდილსაო, რამეთუ იგიცა და ესეცა სიკუდილი არს, არამედ არა ერთსა პირსა ზედა, რამეთუ იგი ჴორცითა იყო ქრისტესი, ხოლო ჩუენი — ცოდვისაგან მკუდარ ყოფაჲ.

თავი ზ̂. თანანადებთა მათთჳს სარწმუნოებისა ჩუენისათა კეთილთა საქმეთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ, რომელთა-ესე ნათელ ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მამართ ნათელ-ვიღეთ და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,3-4).:

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ, ნათე ქრისტე იესუის მიერ, და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,3-4).

თარგმანი: უმამხილებელესად იჴუმევს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ გამოგჳთარგმნის, თუ ვითარ მოვკუდებით ცოდვითა, და იტყჳს: არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, ჩუენცა სიკუდილად ნათელ-გჳღებიეს? რამეთუ ნათლის-ღებაჲ სიკუდილსა მიემსგავსების და ამას მოასწავებს სიკუდილისა მისისა მიმართ ნათლისღებაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი სიკუდილი მოაკუდინებს ეგრეთვე ნათლისღებაჲ უქმ ჰყოფს ჴორცთა ყოვლისავე ცოდვისა მიმართ. ესე რაჲ თქუა მოციქულმან, იწყო სარწმუნო ყოფად აღდგომასა მკუდართასა აღდგომისა მიერ ქრისტესისა, რომლისა აღდგინებაჲ დიდებითა მამისაჲთა ამისთჳს თქუა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ სიტყუასა ჰყოფდა, რომლისა შემდგომობაჲ ესრეთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის