მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 6:5

4. და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.5. რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ.6. ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 6
5. რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვექმნენით მსგავსებასა მას (6,5).:

თარგმანი: ჰნებავს გამოჩინებად მსგავსებისა ჩუენისა, რომელი გუაქუს ქრისტეს მიმართ ნათლისღებითა, და იტყჳს, ვითარმედ: "თანანერგ ვექმნენით სიკუდილისა მისისა მსგავსებასა". ხოლო თანანერგად ამისთჳს იტყჳს, რამეთუ, ვითარცა გუამმან მან მეუფისამან, და-რაჲ-იდვა საფლავსა შინა, აღმოუცენა ცხორებაჲ სოფელსა, ეგრეთვე ჩუენი გუამი, დაიფლას რაჲ ნათლისღებასა შინა, აღმოგჳცენებს ჩუენვე სიმართლესა.

თავი ზ̂. თანანადებთა მათთჳს სარწმუნოებისა ჩუენისათა კეთილთა საქმეთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა თანანერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეცა აღდგომასა მას —მისსა ვიყვნეთ (6,5).:

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ, ნათე ქრისტე იესუის მიერ, და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,3-4).

თარგმანი: უმამხილებელესად იჴუმევს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ გამოგჳთარგმნის, თუ ვითარ მოვკუდებით ცოდვითა, და იტყჳს: არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, ჩუენცა სიკუდილად ნათელ-გჳღებიეს? რამეთუ ნათლის-ღებაჲ სიკუდილსა მიემსგავსების და ამას მოასწავებს სიკუდილისა მისისა მიმართ ნათლისღებაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი სიკუდილი მოაკუდინებს ეგრეთვე ნათლისღებაჲ უქმ ჰყოფს ჴორცთა ყოვლისავე ცოდვისა მიმართ. ესე რაჲ თქუა მოციქულმან, იწყო სარწმუნო ყოფად აღდგომასა მკუდართასა აღდგომისა მიერ ქრისტესისა, რომლისა აღდგინებაჲ დიდებითა მამისაჲთა ამისთჳს თქუა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ სიტყუასა ჰყოფდა, რომლისა შემდგომობაჲ ესრეთ...

სრულად ნახვა
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...2 კორ 4:10); და: „და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა“ (); და: „ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა“ (); და: „თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა“ ().

აქ კი განსაცდელების სიკვდილსაც გულისხმობს; უფრო კი სწორედ ამას, რადგან განსაცდელებში იყო, როცა ამას წერდა. ხოლო რასაც ამბობს, ესაა: თუ მისთვის მოვკვდით, მისთვისვე არ ვიცოცხლებთ? ეს უეჭველია. როცა ამბობს: „უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ“ (), უბრალოდ თანასუფევა კი არ ახსენა, არამედ მოთმინების პირობა დაურთო, რითაც აჩვენებს, რომ ერთხელ მოკვდომა საკმარისი არ არის (ყოველდღე კვდებოდა ეს ნეტარი), არამედ საჭიროა დიდი მოთმინება, რომელიც განსაკუთრებით ტიმოთეს სჭირდებოდა. პირველ ამბებს ნუ მეტყვი, ამბობს, არამედ იმას, არის თუ არა ეს ბოლომდე. შემდეგ მეორე...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2021 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...გრიგოლ ღვთისმეტყველი).

აღდგომა ქრისტესი გვაზიარებს მის მიერ სიკვდილის ძლევის უდიდეს სიხარულთან, რაც ჩვენს პირად უკვდავებასაც უკავშირდება, რადგან „თუ სიკვდილის მსგავსებით თანაშეზრდილნი ვართ მასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმსოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით ()

განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ ().

სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, - განკითხვის აღდგომისათვის“ ().

თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ...

სრულად ნახვა