თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს ვიყვენით ჴორციელსა მას მოქალაქობასა შინა შჯულისასა, რამეთუ ჴორცად ჴორციელთა მათ მცნებათა იტყჳს, დადებულა ჭამისათჳს და სუმისა და ბანისა ჴორციელთა ასოთაჲსა და კეთროვნებისა და სხუათა ესევითართა.
4. ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა.5. რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა;6. ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7