მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).
თარგმანი: ზემოთქუმული იგი თანა-მნებავსი აწინდელითა გამოთარგმანა მონებითა, რამეთუ ესე არს "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ ბოროტი ჩუეულებაჲ, რომელსა უწოდ შჯულად ცოდვისა, იგი მიმიზიდავს უნებლებით ქმნად ცოდვისა.
მოციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ (8,1).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა კითხვის სახედ, არამედ ესრეთ წარიკითხვოდის სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: არღარაჲ სადმე დასაშჯელ არს აწ ქრისტეს იესუჲსთა მათდა, არა ჴორცთაებრ მავალობაჲ, არამედ სულისაებრ. ვითარმცა ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: აწ არღარაჲ აყენებს მორწმუნეთა ქრისტესთა სლვად, არა წესითა ჴორციელითა, არამედ სულიერითა; ვინაჲთგან არა...