მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:18

17. ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.18. რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.19. რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის,
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
18. რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.
თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა (8,18).:

თარგმანი: წუთჟამობასა აქათა ამათ ჭირთასა გჳჩუენებს, და ვითარმედ ვერარას შემძლებელ ვართ შესწორებად შრომათა სიმრავლესა, მოსაგებელთა მათ ღმრთისა მიერთა გარდამატებულებასა თანა, ხოლო გამოჩინებადობაჲ, და უსაკუთრ არს თქუმად, ვითარმედ: გამოცხადებადობაჲ მერმისა დიდებისაჲ ჯეროვნად თქუა, რამეთუ არს აქაცა მერმე იგი დიდებაჲ, არამედ დაფარულად-რე და უჩინოდ, ხოლო მერმესა მას - განცხადებულად სახილველ იქმნების.

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ნოეს რწმენა და ადამის ხელმწიფების აღდგენა (7:16-19):

...არა იმიტომ, რომ ისინი თავისთავად ასეთნი იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მიზეზი, რისთვისაც მოიშვებოდნენ, ისეთ განწყობაში აყენებდა, რომ თავს მოწეულ უბედურებებს ყურადღებასაც არ აქცევდა. ისმინე, რას ამბობს: „რამეთუ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ" (). მომავალი დიდების და საუკუნო ნეტარების იმედი, ამბობს, გვეხმარება, რომ ეს უწყვეტი მწუხარებანი კეთილგანწყობით ავიტანოთ და მსუბუქად მივიჩნიოთ. ხედავ, როგორ ღვთისადმი სიყვარული უბედურებებს ძალას ართმევს და (მორწმუნეებს) მათი სიმძიმის შეგრძნებასაც კი არ აძლევს? სწორედ ამიტომ ნეტარი ნოეც ყველაფერს კეთილგანწყობით იტანდა: რწმენითა და ღვთისადმი იმედით იკვებებოდა. „და დაჴშა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა,... და ზე მოაქუნდა კიდობანი" (). შეხედე კვლავ, როგორ (წერილი) თავისი თხრობით შიშს აძლიერებს და მოვლენას ამძაფრებს. **„იქმნა, — ამბობს, — რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი, და აღიღო კიდობანი, და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა. და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლჱ ვითარმედ უღელი სიმართლისაჲ სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაჲ - მძიმე და ბოროტ:

...უენ სიყუარულსა მას ქრისტჱსსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან, ანუ მახჳლმან?“ და შემდგომი ამისი. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა“. ისწავეთ კუალად მოციქულთაგან, რომელნი-იგი მოიქცეს რაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ტანჯულნი და გუემულნი, უხაროდაო, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისათჳს გინებად. ხოლო უკუეთუ შენ იშიშვი უღლისა მისგან და ტჳრთისა, არა ბუნებისაგან მათ საქმეთაჲსა არს შიში ესე, არამედ შენისა მის დაჴსნილებისაგან. ხოლო იყო თუ კაცი გულსმოდგინე ცხორებისათჳს სულისა შენისა, ყოველივე ესე სუბუქ იყოს შენდა და ადვილ.

ამისთჳსცა ქრისტე გულისჴმა-გჳყოფს, ვითარმედ ჩუენცა გჳჴმს მცირედ რაჲმე შრომაჲ. და არა თქუა სიტკბოებაჲ ხოლო და სისუბუქჱ საქმისაჲ ამის და დაიდუმა, არცა სიმძიმჱ და სიძნელჱ, არამედ ორივე თქუა, რამე-თუ უღელი სახელ-სდვა და ტკბილ უწოდა, და ტჳრთი გუაუწყა და მცირჱ დაურთო, რაჲთა არცა ვითარცა საჭიროჲსა და ძნელისაგან ივლტოდი, არცა ვითარცა ფრიად რაჲმე ადვილი და არარაჲ შეურაცხ-ჰყო.

ხოლო უკუეთუ ამას ყოველსა ზედა ძნელ...

სრულად ნახვა