მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:7

6. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა.7. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც.8. რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
7. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, და ვერცა ძალ-უც, რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც (8,7-8).:

თარგმანი: არა ჴორცნი, არამედ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ, რომელ არს მიდევნებაჲ ცოდვისაჲ, მტერობა იქმნების ღმრთისა. რაჲსათჳს-მე? — გარნა რამეთუ არა მორჩილ არს შჯულთა საღმრთოთა.

ხოლო შენ ნუ შეშინდები, ვითარმცა ჴორცთა შინა მყოფისაჲ გასმიოდა ვერ შემძლებელ-ყოფაჲ სათნო-ყოფად ღმრთისა. რამეთუ პირველად გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ არს ჴორცთა შინა ყოფაჲ; ცხად არს, ვითარმედ — ჴორციელთა გულისთქუმათა მიდევნებულ ყოფაჲ, რომელნი-იგი მრავალთა პირველად აქუნდეს, ხოლო უკუანაჲსკნელ დაუტევნეს, და ღმერთსა სათნო-ეყვნეს. რამეთუ ჴორცთა შინა მყოფობაჲ არს მოუქცეველ ყოფაჲ ცოდვისაგან, რომელი-იგი შჯულთა ღმრთისათა წინააღმდგომ და მტერობისა მოქმედ არს ღმრთისა მიმართ, ხოლო დატევებაჲ მოქცევაჲ ბოროტისა და ცოდვისაგან და ქმნაჲ ნაყოფთა კეთილისა სინანულისათაჲ დაუყენებელად ძალ-უც ყოველსა კაცსა, ვისცა ენებოს. ამისთჳს მოუქცეველად და შეუნანებელად თომილსა უწოდს მოციქული ჴორცთა შინა მყოფად და ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ შემძლებელ ყოფად.

თავი ი̂ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ზრახვაჲ ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ რჩულსა ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალ-უც (8,7).:

თარგმანი: ზრახვად ჴორცთა კუალად აქა ზრქელსა ბუნებასა იტყჳს, მოყუარესა ცოდვისასა და სოფლისა საქმეთასა. მას იტყჳს, ვითარმედ ვერ ძალ-უც დამორჩილებად ღმრთისა, და რაჲღა სასოებაჲ გუაქუს ცხორებისაჲ, უკუეთუ ბოროტი კეთილ ვერ იქმნების? არამედ არა ამას იტყჳს თუ — ვერ ძალუც ბოროტსა, რაჲთა იქმნას კეთილ, — არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე შეუძლებელ არს, თუ-მცა მასვე ბოროტსა შინა იყო და ღმერთსა დაემორჩილა. შეცვალებაჲ კუალად, კეთილ-ყოფაჲ და დამორჩილებაჲ ღმრთისაჲ ადვილ არს, ვისცა ენებოს.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ზრახვაჲ ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ რჩულსა ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალ-უც (8,7).:

თარგმანი: ზრახვად ჴორცთა კუალად აქა ზრქელსა ბუნებასა იტყჳს, მოყუარესა ცოდვისასა და სოფლისა მას იტყჳს, ვითარმედ ვერ ძალ-უც დამორჩილებად ღმრთისა, და რაჲღა სასოებაჲ გუაქუს ცხორებისაჲ, უკუეთუ ბოროტი კეთილ ვერ იქმნების? არამედ არა ამას იტყჳს თუ — ვერ ძალ-უც ბოროტსა, რაჲთა იქმნას კეთილ, —არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე შეუძლებელ არს, თუმცა მასვე ბოროტსა შინა იყო და ღმერთსა დაემორჩილა შეცვალებაჲ კუალად, კეთილ-ყოფაჲ და დამორჩილებაჲ ღმრთისაჲ — ადვილ არს, ვისცა ენებოს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის