მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:16

15. რამეთუ მოსეს ესრეთ ეტყჳს: შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო.16. აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა.17. რამეთუ ეტყჳს წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღ-ვე ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
16. აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებნ, არცა რომელი რბინ, არამედ რომელი ეწყალინ ღმერთსა (9,16).:

თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ნუ-უკუე რომელსა უნდეს ცხორებაჲ და ისწრაფდეს, ღმერთი არა სწყალობსა მას? ნუ იყოფინ ესე! არა ამას იტყჳს მოციქული, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ მრავალთა ქმნიან შრომაჲ, გარნა ხედავნ ღმერთი გონებასა მათსა, ვითარმედ ბოროტ არნ და არაწრფელ, და არა ჭეშმარიტად მისთჳს იქმოდიან საქმესა მას, და ამისთჳს არა სწყალობნ, რამეთუ არა ყოვლითა გულითა ჰნებავნ მათ კეთილი. რამეთუ უნდა ისაკს, რაიჲთამცა აკურთხა ესავი, და რბიოდა ესავ, რაჲთამცა მიიღო კურთხევაჲ, არამედ ხედვიდა ღმერთი მისისა გონებისა გულარძნილებასა და უკეთურებასა, და იაკობის სიწრფელესა და სიწმიდესა. ამისთჳს ქმნა და მან მიიღო კურთხევაჲ. და არცა ისაკის ნებაჲ ერგო ესავს, არცა თჳთ მისი სრბაჲ, ვინაჲთგან არა კეთილ იყო გონებაჲ მისი.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა (9,16).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუად, ვითარმედ: არა მნებებელისაჲ, არცა მორბედისაჲ, არამედ მწყალობელისა ღმრთისაჲ. რამეთუ არა მნებებელისა ისაკისი იყო, ენება რაჲ კურთხევაჲ ესავისი, პირმშოჲსაჲ; არცა მორბედისა ესავისი რომელი-იგი ველს რბიოდა მოღებითა ნადირისაჲთა, არამედ ღმრთისა მიერ შეწყალებულისა იაკობისი იყო კურთხევაჲ იგი ისაკისი. ამას რაჲ იტყჳს მოციქული, არათუ მოღუაწებად და ძიებად კეთილისა გუაყენებს, არამედ ჯეროვნად ქმნად კეთილისა განგუაკრძალებს; რაჲთა არცა უდებებით მწოლარენი მოველოდით წყალობასა ღმრთისასა, არცა რაჟამს ჩუენ ვრბიოდით და გუენებოს, ნებებასა მას და სრბასა ჩუენსა მინდობითა შეწევნასა ღმრთისასა დავივიწყებდეთ; რამეთუ თჳნიერ მის მიერისა შეწევნისა ვერცა ერთსა რას კეთილთაგანსა მივემთხუევით, არამედ სწორებით გჳჴმს ნებებაჲ და მოღუაწებაჲ კეთილისაჲ, და მას თანა ძიებაჲ წყალობისა და შეწევნისა ღმრთისაჲ; რამეთუ თჳნიერ წყალობისა მისისა არარაჲ კეთილთაგანი სრულ-იქმნების.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: არა რომელსა უნებს, არცა რომელი რბინ, არამედ რომელი ეწყალინ (9,16).:

თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ნუ-უკუე რომელსა უნდეს ცხორების და ისწრაფდეს, ღმერთი არა სწყალობს-ა მას? — ნუ იყოფინ! — არა ამას იტყჳს მოციქული, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ: მრავალთა ქმნიან შრომაჲ, გარნა ხედავნ ღმერთი გონებასა მათსა, ვითარმედ ბოროტ არს და არაწრფელ, და მისთჳს არა სწყალობნ, რამეთუ არა ყოვლითა გულითა ჰნებავნ კეთილი. რამეთუ უნდა ისაკს, რაჲთამცა აკურთხა ესავი, და რბიოდა ესავ, რაჲთამცა მიიღო კურთხევაჲ, არამედ ხედვიდა ღმერთი მისისა გონებისა გულარძნილებასა და იაკობის სიწრფოებასა და სიწმიდესა. ამისთჳს ქმნა და მან მიიღო კურთხევაჲ. და არცა ისაკის ნებაჲ ერგო ესავს, არცა თჳთ მისი სრბაჲ, ვინაჲთგან არა კეთილ იყო მისი გონებაჲ.

პავლესი: რამეთუ ეტყჳს წიგნი: "აღ-ვე-ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა". აწ უკუე, რომელი ჰნებავნ, შეიწყალის, და რომელი ჰნებავნ, განაფიცხის. სთქუა-მე-ა: რაჲსა მაბრალებს მე? ნებასა მისსა ვინ წინა-აღუდგეს! (9,17-19). თარგმანებაჲ წმიდისა ბასილისი: ღმერთსა რომელი ჰნებავნ, შეიწყალის, და რომელი ჰნებავნ, განაფიცხის. არამედ გულისხმა-ყავთ, თუ ვითარ არს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელ-თა მიცემულ არს“ (19,11).:

... არა თუ სხუათა მათ არა მიეცემოდა, არამედ არა ინებეს მიღებად, ხოლო მოციქულნი წადიერ იყვნეს და გულმოდგინე, ამისთჳსცა მოეცა ღმრთის მიერ.

და კუალად, ოდეს გესმას სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ვითარმედ: „არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი რბის, არამედ რომელი ეწყალინ ღმერთსა“, ესრეთ გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ იგი: ვინაჲთგან არიან ვიეთნიმე მზუაობარ სათნოებათა თჳსთა ზედა, ვიდრეღა ყოველსა მას საქმესა კეთილისასა თავთა თჳსთა მიაჩემებენ და არა დამბადებელსა და მომნიჭებელსა კეთილისასა, ამისთჳს გუასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: იგი მებრ მოგონებაჲ კეთილისაჲ თუ სთქუა, საჴმარ არს ღმრთისა მიერ შეწევნაჲ, უფროჲსად გამორჩევაჲ კეთილისაჲ და შეყუარებაჲ ნიჭი არს კაცთმოყუარებისა ღმრთისაჲ. რამეთუ ჩუენიცა ნებაჲ საჴმარ არს და ღმრთისამიერიცა შეწევნაჲ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა რომელსა უნებს“, ესე იგი არს, ვითარმედ წარმართებაჲ კეთილისაჲ არა მისი ოდენ არს, რომელსა უნებს, არცა მისი ოდენ არს, რომელი რბის, არამედ წყალობისაცა და შეწევნისა ღმრთისაჲ არს, და მისა თანაგუაც მიჩემებად ყოვლისავე კეთილისა; რამეთუ რაოდენცა ჰრბიოდი, რაოდენცა იღუაწო, გიჴმს ღმრთისამიერიცა შეწევნაჲ, რომლისაგან ეძიებ გჳრგჳნსა შრომათა შენთასა. ეგრეთვე არს წინამდებ...

სრულად ნახვა