თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-იგი შეკრბენ რაჲ წარმართთა შესაკრებელნი და თაყუანის-სცემდენ კერპთა, უვარ-ვჰყოფ მათ, ვითარმედ არა ერნი ჩემნი ხართ თქუენ. ეგრეთვე რაჟამს შეკრბებოდინ და მე მიგალობდენ და თაყუანის-მცემდენ, მაშინ ეწოდოს მათ შვილ ღმრთისა ცხოველისა.
ჰრომაელთა მიმართ 9:27
26. და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ: არა ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა.27. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს;28. რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9