მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:28

27. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს;28. რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა.29. და ვითარცა-იგი წინაწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
28. რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიტყუაჲ აღსასრულებელი და შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა. და ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან ყოვლისა მპყრობელმან (9,28-29).:

თარგმანი: ესრეთ ვჰგონებ თუ — ესე ძალი აქუს ამას სიტყუასა, ვითარმედ: აღსრულებასა მას და შემოკლებასა ჟამთასა სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ მოსცეს უფალმან ქუეყანასა ზედა შემოკლებული. ხოლო შემოკლებული სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ ესე არს, რომელ ვიტყჳთ მორწმუნენი, ვითარმედ: "მრწამს მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ". ჰხედავა სიმოკლესა ამას? და აღსასრულებელიცა არს, რამეთუ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა და მარადის ესე სარწმუნოებაჲ იყოს და არღარა არს შეცვალებაჲ ამის სარწმუნოებისაჲ, ვითარ-იგი ჰურიათაჲ შეიცვალა, არამედ უკუნისამდე ესე იყოს.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს, რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა (9,27-28).:

თარგმანი: არა რიდობით და ფარულად, არამედ ღაღადებით იტყჳს ისრაჱლისათჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვითარმედ არა ყოველნი, არამედ რჩევითნი და იგინი ხოლო ცხონდებიან, რომელთა ჭეშმარიტებით ჰრწმენეს ღმრთეებაჲ ქრისტესი, რომლისა სახიერებაჲ არა განვრცომილთა რათმე სიტყუათა შინა განჰფენს, არამედ მცირეთა სიტყუათა შინა შეამოკლებს სრულებასა ქადაგებისასა; ვითარ-იგი თჳთ ესევე მოციქული იტყოდის რაჲ, ვითარმედ: "აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულსა შინა შენსა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, — სცხონდე". იხილე შემოკლებული გზაჲ ცხორებისაჲ, თხრობილი მცირეთა სიტყუათა მიერ.

ჳკუმენისი: აღმასრულებელად სიტყუად სიტყუასა ამას უწოდს ქრისტეს ქადაგებისასა, რომელსა ზედა დაესრულებიან ყოველნი სიტყუანი და ქადაგებანი, და არღარა არს სხუაჲ მცვალებელი ამისი და დამადუმებელი, ვითარ-იგი ესე ექმნა ძუელსა მას შჯულსა, არამედ ამით ნათელღებულნი უცვალებელად ჰგიან სარწმუნოებასა ზედა ამისსა, უცვალებელთა საუკუნეთა; ხოლო სიტყუა შემოკლებულ, მასწავლელ სიმართლისა არს მუჴლედობაჲ იგი სიტყუათა სახარებისათაჲ. რამეთუ არა მიმოგანთესულ არს წიგნებსა შინა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“ (3,10).:

...ხუათაჲ ადგილსა მათსა და დადებაჲ ცულისაჲ ძირთა ზედა, რაჲ-თა სრულიად აღმოჰფხურნეს, და უნაყოფოთაჲ მათ ცეცხლსა დადებაჲ - ესე ყოველი ამისთჳს წარმოთქუა, რაჲთა სრულიად უდებნიცა და დაჴსნილნი განაფრთხვნეს და მოიყვანნეს სინანულად. ამას მოასწავებს პავლეცა და იტყჳს: „სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ყოველსა ქუეყანასა ზედა“. არამედ ნუ გეშინინ! და უფროჲსღა ესრეთ ვთქუა: გეშინოდენ, გარნა ნუ წარიკუეთ სასოებასა, რამეთუ არსღა სასოებაჲ სინანულისაჲ, უკუეთუ გენებოს. არა მოკუეთად მოვიდა ცული იგი; უკუეთუ არა, რაჲ აყენებდა მას მოკუეთად, ვინაჲთგან ძირთა ზედა ძეს? არამედ რაჲთა შიშითა მით მოკუეთისაჲთა მოგაქციოს სინანულად და ნაყოფისა გამოღებად. ამის-თჳსცა შეჰმატა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კე-თილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას“ (3,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს „ყოველი“ თქუას, არავის გარეგან დაუტეობს, ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: დაღაცათუ აბრაჰამის შვილ იყო, დაღაცათუ ყოველნი მამათმთავარნი თჳს გეყვოდინ, უკუეთუ უნაყოფოებასა შინა დაადგრე, ცეცხლსა მიეცემი. ამით სიტყჳთა მაშინ ყოველნივე შეაშინნა: ფარისეველნი და მეზუერენი, მჴედრობად განწესებულნი, რაჲთა არცა მოქცევისათჳს უსასო იყვნენ, არცა უნაყოფოებისათჳს უზრუნველ.

არა შიშისა...

სრულად ნახვა