მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:29

28. რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა.29. და ვითარცა-იგი წინაწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით.30. აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
29. და ვითარცა-იგი წინაწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიტყუაჲ აღსასრულებელი და შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა. და ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუა ესაია: არა თუმცა უფალმან ყოვლისა მპყრობელმან (9,28-29).:

თარგმანი: ესრეთ ვჰგონებ თუ — ესე ძალი აქუს ამას სიტყუასა, ვითარმედ: აღსრულებასა მას და შემოკლებასა ჟამთასა სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ მოსცეს უფალმან ქუეყანასა ზედა შემოკლებული. ხოლო შემოკლებული სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ ესე არს, რომელ ვიტყჳთ მორწმუნენი, ვითარმედ: "მრწამს მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ". ჰხედავა სიმოკლესა ამას? და აღსასრულებელიცა არს, რამეთუ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა და მარადის ესე სარწმუნოებაჲ იყოს და არღარა არს შეცვალებაჲ ამის სარწმუნოებისაჲ, ვითარ-იგი ჰურიათაჲ შეიცვალა, არამედ უკუნისამდე ესე იყოს.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუა ესაია, —არათუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით (9,29).:

თარგმანი: უფალი საბაოთ "უფლად მჴედრობათა" გამოითარგმანების. და იგი თავადი არს, რომელი არცა ერთსა ნათესავსა შეურაცხ-ჰყოფს, რომელსა ჰრწმენეს მისი, არამედ მცირედღა თუ იყოს ნეშტი რომლისაცა ნათესავისა, მისსა მიმართ მორწმუნეთაჲსა, ჰყოფს მათ თესლ ნაყოფიერ, გამომღებელ ოცდაათეულისა, სამოცეულისა და ასეულისა.

ჳკუმენისი: შესაძლებელ არს, რაჲთა ქრისტესთჳსცა გულისჴმა-იყოფებოდის სიტყუაჲ ესე, ვითარცა იტყჳს წმიდათა შორის დიდი კჳრილე, რამეთუ იგი არს უფლისა მიერ მონიჭებული ჩუენდა ნაყოფი, "რამეთუ ყრმაჲ იშვა ძე და მოგუეცა ჩუენ" (). და არათუმცა იგი თავადი განჴორციელებულ იყო სათნო-ყოფითა მამისაჲთა, რომელმან მოავლინა იგი, არარაჲთმცა უმოლხინეს იყო სოდომისა და გომორისა სოფელი ესე, რომელი მან თავადმან მოიყიდა სისხლითა თჳსითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის