თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს განცჳვეს ჰურიანი, რამეთუ წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, არცა ასმიოდა ქრისტე, და ესმა რაჲ, მოიქცეს მისა, და პოვეს სიმართლე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მიერ ქრისტესისა. ხოლო შენ, ჵ ჰურიაო, არცა თუ შჯულისა იგი სიმართლე აღასრულე, არამედ მისგანცა დაეცი და წყევასა ქუეშე იქმენ, ხოლო ამათ მორწმუნეთა წარმართთა შჯული არა იცოდეს და იქმნეს აღმასრულებელ მისა, რამეთუ ჰრწმენა ქრისტე, რომელსა იგი მოასწავებდა.
ჰრომაელთა მიმართ 9:30
თარგმანი: ორ-ორი არს სიტყუაჲ ესე საძიებელი: ორი — წარმართთათჳს, თუ ვითარ ეწინეს, და თუ ვითარ, რომელნი არა სდევდეს, ეწინეს სიმართლესა; და ორი - ჰურიათათჳს, თუ ვითარ ვერ ეწინეს, და ვითარ, რაჟამს სდევდეს, ვერ ეწინეს. ხოლო მცირედ ქუემო-რე სამ-სამ იქმნების: წარმართთათჳს სამ, — თუ ვითარ პოვეს სიმართლე, და თუ ვითარ უფროჲს შჯულიერისა მის განმართლდეს და არა-მეძიებელნი განმართლდეს; და ეგრეთვე ჰურიათათჳს სამ: თუ ვითარ ვერ პოვეს, და შემდგომად მოსწრაფებისა ვერ პოვეს, და უდარესიცა მერვე პოვეს. ამისსა აღჴსნასა თჳთვე მოციქული დასდებს შემოკლებულად, ვითარმედ: რომელთა-იგი უშრომელად პოვეს, ესე იგი არიან წარმართნი, სარწმუნოებითა პოვეს, რომლისათჳს-იგი პირველ არა დამაშურალ იყვნეს, რამეთუ, მეყსა შინა ჰრწმენა რაჲ ქრისტე, მყის განმართლდეს; ხოლო ჰურიანი ვინაჲთგან საქმეთაგან ეძიებდეს განმართლებასა, ამისთჳს ვერ განმართლდეს, რამეთუ საქმეთაგან ვერვინ განმართლდების წინაშე ღმრთისა ჴორციელთა კაცთაგანი.
...არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ იგი, და რომელთა არა ასმიოდა იგი, გულისხმა-ყონ“. ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ვთქუათ? რამეთუ წარმართნი რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, პოვეს სიმართლჱ. და ისრაჱლი სდევდა სიმართლესა, და შჯულსა სიმართლისასა ვერ მიიწია“. და არსცა საკჳრველ, თუ ვითარ, რომელნი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა წიგნებსა შინა აღზრდილ იყვნეს და მარადღე მოსჱსგან ესმოდა ქრისტჱსთჳს და სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგან და თავადსაცა ქრისტეს ჰხედვიდეს მარადღე მოქმედად სასწაულთა მათ, და მათ ოდენ ასწავებდა და არა შეუნდობდა მოწაფეთა წარმართთა მიმართ წარსლვად და არცა ქალაქად სამარიტელთა შესლვად; და არცა თავადი იქმოდა ამას, არამედ მარადის იტყოდა, ვითარმედ: „ცხოვართათჳს წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა მოვლინებულ ვარ“. და ამას ყოველსა ზედა ესრეთ დაიბრმნეს თუალნი მათნი და დაიყვნეს ყურნი მათნი და არა მოვიდეს ყოვლადვე ქრისტეს სარწმუნოებისა მიმართ.
ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა ესევითარი, არცა ოდეს სიტყუანი საღმრთონი ასმიოდეს, არცა თუ სიზმრივ ეხილვნეს ესევითარნი საქმენი, არამედ მარადის ზღაპართა და უკეთურებათა შექცეულ იყვნეს, მსახურებასა ღმერთთა მტყ...
...(რომ. 10,3) და კუალად იტყჳს: „აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათო? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმისაგან შჯულისა“. ვინაჲთგან უკუე ესე იყო მიზეზი ბოროტთა მათთაჲ, უმეცრებაჲ ცოდვა-თა თჳსთაჲ და არა სინანული, ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთა მოიყვანნეს იგინი მეცნიერებად ცოდვათა თჳსთა, და სახეცა მისი ამას მოასწავებდა, რამეთუ სინანულისა და აღსაარებისა მომასწავებელი იყო; და ქადაგებაჲ მისი ამას გამოაჩინებდა, რამეთუ ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“.
ვინაჲთგან უკუე არამეცნიერებაჲ ცოდვათა თჳსთაჲ განაშორებდა მათ ქრისტესგან, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა, ხოლო მეცნიერებაჲ ბრალთა თჳსთაჲ სურვილად მოიყვანებდა მჴსნელისა და შევრდომად მისა და მიღებად მოტევებისა, ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთა გულისჴმა-უყვნეს ცოდვანი მათნი და აწუევდეს სინანულად, რაჲთა არა იტანჯნენ, არამედ შეიმუსრნენ სინანულითა და დამდაბლდენ და აბრალონ თავთა თჳსთა და მირბიოდინ მოღებად მოტევებისა ცოდვათაჲსა. და იხილე, ვითარ ჯეროვნად აღწერ...