...ორის ჩუენსა“** (). „განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე“ (). სწორედ ამის გამო ეუბნება მას: „მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე“ (). შემდეგ, როდესაც შეძრწუნდა და ამბობდა: „კიდევ რატომ განვიკითხები შეგონებული და ვამხილებ უფალს?“ ()2, და კვლავ: „ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ“ (); „ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“ (); „პირზე მაქვს ხელი მიდებული“ (), ღმერთი ეუბნება მას: „ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი“ (), თითქოს თავისავე სიტყვებს ახსენებს და ამბობს: რადგან ჩემთან სამსჯავრო პაექრობა გსურდა, აჰა, მო...