თარგმანი: აჰა ესერა, ქადაგა ძე მამისა თანადაუსაბამოდ და თანადამბადებელად, რამეთუ ყოველივე მის მიერ დაბადებულ არს არაარსისაგან, და მისა მიმართ დაებადების, რამეთუ მის მიერ იპყრობებვის და განეგებვის, და არს იგი ყოველთა წინა პირველ საუკუნეთა ღმრთეებითა. ხოლო ყოვლისავე მის მიერ დამტკიცებაჲ ითქუმის არა ხოლო შემოქმედობისა და მპყრობელობისათჳს ყოველთაჲსა, არამედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ქმნილისა ამისთჳს მის მიერ კუალად განახლებისა; არა ხოლო ჩუენისა, არამედ ყოველთავე ჩუენ ძლით განხრწნილთა, რომელნი ჩუენ თანავე განთავისუფლებად არიან ხრწნილებისაგან მადლითა მისითა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
კოლასელთა მიმართ 1:17
16. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა.17. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა.18. და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ;
კოლასელთა მიმართ თავი 1