მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:16

15. რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ.16. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა.17. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა.
კოლასელთა მიმართ თავი 1
16. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა.
თავი გ̂. ქრისტეს მიერ გამოჴსნისათჳს და დაბადებისა და განახლებისა, შეერთებითა ღმრთეებისაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არახილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი (1,16).:

თარგმანი: აჰა ესერა, ქადაგა ყოველთა შემოქმედობაჲ პირველ საუ კუნეთა ძისა და უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს ჴორცშესხმუ ლისაჲ, რაჲთა გულისჴმა-უყოს კოლასელთა, ვითარმედ არავინ მის მიერ დაბადებულთაგანი, არამედ თჳთ მათ ყოველთა დამბადებელი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე არს მიზეზ დაგებისა ჩუენისა ღმრთისა მიმართ მამისა. ხოლო ზეცისა ძალნი ამისთჳს მოიჴსენნა, რამეთუ ვიეთგანმე იგინი ითქუმოდეს აღმასრულებელად საქმესა მხოლოდშობილისა ძისასა, რაჲთა ვითარცა ღმერთნი, იგინიცა თაყუანის-იცემებოდიან. ამისთჳს ცხად ჰყოფს, ვითარმედ ძისა მიერ მოყვანებულ არიან იგინი არაარსისაგან არსად, და ჩუენგან პატივ-იცემებიან, ვითარცა მონანი მისნი და აღმასრულებელნი ნებისა მისისანი. ხოლო არა ეგრეთ, ვითარმცა უწოდდით მათ ზიარ რაჲსამე შემოქმედებისა ანუ შექმნულთა რაჲსმე განახლებისა, რომელი-ესე მამამან ქმნა ძისა მიერ სრულ-ყოფითა სულისაჲთა.

კოლასელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა (1,16).:

თარგმანი: მის-მიერსა დაბადებასა იტყჳს პირველსა მას დაბადებასა, ხოლო მისა მიმართ — ქრისტეს განკაცებითა ქმნილსა მას განახლებასა.

საუბარი 2. შესაქმის დასაწყისზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ" (დაბ 1:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მწვალებლობათა უარყოფა და შექმნის წესრიგი (1:1):

...მოისმინე, როგორ მიდის უკვე სხვა გზით კოლოსელთადმი ეპისტოლეში, მათთან სხვაგვარად საუბრობს და ამბობს: „რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, – ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა" (). და იოანე, ქუხილის ძემ, ასე აღმოთქვა: „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა" (). მაგრამ მოსემ ასე კი არ ასწავლა – და სამართლიანადაც, რადგან უგუნურობა იქნებოდა მყარი საჭმელის მიცემა იმათთვის, ვისაც ჯერ კიდევ რძე სჭირდებოდა. როგორც მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს მშობლებისგან იღებენ, სწავლების პირველ საწყისებს აძლევენ, ხოლო მომდევნო მასწავლებლები უფრო სრულყოფილ ცოდნას გადასცემენ, ისე მოიქცნენ ნეტარი მოსეც, წარმართთა მოძღვარი (პავლე) და ქუხილის ძეც (იოანე). ერთმა, კაცთა მოდგმა თავიდანვე მიიღო რა, მსმენელებს პირველი საწყისები ასწავლა; ხოლო ესენი, მოსესგან მიიღეს რა იგი, უკვე სრულყოფილ სწავლებას გადასცემდნენ. ახლა ჩვენ შევიცანით მოსეს შეწყნარების მიზეზი და ის, რომ სულის შთაგონებით, მსმენელთა შესაბამისად წარმოადგენდა ყველაფერს. მაგრამ, ამასთანა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...ელი, და ნეტარი პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „მის მიერ დაებადა ყოველი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, - ხილულნი და არახილულნი, ანუ თუ საყდარნი, გინა თუ [უფლე]ბანი, ანუ თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველი მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველი მის მიერ დამტკიცნა“. რამეთუ მრავლითა მით სახიერებითა თჳსითა ყოველივე არარაჲსაგან სიბრძნით დაჰბადა [და ხილულსა ამას] სოფელსა ზედა გარდაართხა სამყაროჲ ცისაჲ, ვითარცა კამარაჲ, და მას შინა განაწესნა მნათობნი, რაჲთა ბრწყინვიდენ ქუეყანასა ზედა და შეეწეოდიან კაცთა საქმესა.

ხოლო კაცი შექმნა ხატად თჳსა და მსგავსებად3 [და] „დაადგინა სამოთხესა მას შინა საშუებელისასა“ თჳთმფლობელობითა, პატივ-ცემით და მისცა მას მცნებაჲ ნივთად და საქმედ თჳთმფლობელობისა მისისა, ვითარცა წერილი იტყჳს.

ხოლო მან შურითა ეშმაკისაჲთა და ცთომითა დედაკაცისაჲთა დაივიწყა [მცნებაჲ იგი მოცემული მისა და იძლია ჭამად] ხისა მისგან და ამისთჳს გამოვარდა სამოთხით და [ექსორია] იქმნა სოფელსა ამას შინა; და მიერითგან [უფლებდა] სიკუდილი, [და განმრავლდა ცოდვაჲ ნათესავთა შორის კაცთასა, და ყოველივე სოფელი დაიპყრა უშჯულოებამან].

ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).:

...ნა, გინა თუ უხილავნი და უჴორცონი, ანუ თუ ცათა შინა მყოფნი. ჰხედავა სწავლასა ამას კეთილსა და უცთომელსა? რამეთუ თქუა დაბადებულთათჳს, რომელთათჳს ეთქუა მოსეს, მერმე მოიჴსენნა უხილავნიცა, ხოლო სული წმიდაჲ ყოვლისაგანვე განყო.

ეგრეთვე პავლე, ამის მადლისა მიერ აღვსებულმან, თქუა, ვი-თარმედ: „მის მიერ იქმნა ყოველი“; და რაჲთა ვერვინ შეჰრთოს მათ ყოველთა თანა სული წმიდაჲ, ამისთჳს შესძინა: „გინა თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი და ჴელმწიფებანი“. რამეთუ ესე ყოველი ამასვე სიტყუასა მოასწავებს, ვითარმედ: „ყოველი მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲმე იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“. ხოლო რაჲთა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ყოველი მის მიერ იქმნა“, არავინ თქუას, ვითარმედ სასწაულთათჳს იტყჳს და არა დამბადებელობისათჳს, რამეთუ სხუათა მახარებელთა თქუეს სასწაულთათჳს, შესძინა ქუემორე და თქუა, ვითარმედ: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“. გარნა აწ ამას ადგილსა თქუა რაჲ დამბადებელობისათჳს, ვი-თარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“. რაჲთა...

სრულად ნახვა