თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძლიერებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, ამისჳს აწ ზედა-დაჰრთავს ჩუენთჳს ქმნილსა მოწყალებასა, რომელ ყო ჴორცთშესხმისა საიდუმლოჲთა აღსასრულსა ჟამთასა, რაჟამს მეუფემან და შემოქმედმან ყოველთამან განწვალებულებაჲ და განკუეთილებაჲ კაცთაჲ შეიერთა თავსა თჳსსა, რამეთუ გუამ ეკლესიისა არიან ყოველნი კაცნი და სავსებისა მათისაჲ იგი თავადი არს თავ, ვითარცა დასაბამი პირმშოჲ. ესე იგი არს მიზეზი და მოქმედი მკუდართა აღდგომისაჲ, რამეთუ დაღაცათუ სხუანიცა ვიეთნიმე მკუდარნი აღდგეს, არამედ კუალად მოკუდეს, ხოლო საუკუნოჲსა აღდგომისა, რომლისა კუალად სიკუდილი არღარა არს, ამისსა არა ხოლო მომმადლებელ ჩუენდა და მიზეზ, არამედ დასაბამცა და პირმშო — იგი თავადი არს, რომელმან აღადგინა სამ დღე დაჴსნილი ტაძარი ჴორცთა თჳსთაჲ. ვინაჲცა შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა პირველ. ესე იგი არს, რამეთუ პირველ ყოველთა საუკუნეთა იშვა მამისაგან, და იგივე, რაჟამს აღსასრულსა ჟამთასა იშვა ქალწულისაგან, პირველი იყო ყოველთაჲ მორჩილებითა, პირველი ნათლისღებითა, პირველი ყოვლისავე ძუელისა შჯულისა აღმასრულებელობითა, პირველი...
კოლასელთა მიმართ 1:18
თარგმანი: რამეთუ იგი იქმნა დასაბამ მკუდრეთით აღდგომისა.
...ლნი ტანჯვასა აღიარებენ, მათ აღდგომაჲცა იციან და საშჯელი. ნუმცა უკუე განვარისხებთ ღმერთსა საქმითა ამით ბოროტითა, რაჲთამცა სხუათა მათ ბოროტთა ჩუენთა თანა აღდგომისაცა ურწმუნო ვიყვენით. რამეთუ ვითარცა სხუათა მათ საქმეთა ზედა დასაბამ ჩუენდა იქმნა ქრისტე, ეგრეთვე ამასცა ზედა, რამეთუ ამისთჳს „პირმშოდ შესუენებულთა“ ეწოდების მას. უკუეთუმცა კულა არა ყოფად იყო აღდგომაჲ, ვისიმცა პირმშოჲ იყო, ვინაჲთგან აღდგომადმცა არავის ეგულებოდა? უკუეთუმცა არა იყო აღდგომაჲ, სადა არს ღმრთისა იგი სამართალი, ვინაჲთგან ესეოდენნი უკეთურნი კაცნი კეთილსა შინა არიან ამას სოფელსა, და ესეოდენნი მართალნი კაცნი ჭირსა შინა არიან და ჭირსა შინა აღასრულებენ ცხორებასა მათსა? რამეთუ სადა მიიღებს თითოეული ამათი ღირსებისაებრ მათისა, უკუეთუ აღდგომაჲ არა არს? არამედ არავინ კეთილთა და მართალთა კაცთაგანი ურწმუნო არს აღდგომასა, გარნა მარადის ილოცვენ წმიდასა ამას სიტყუასა და იტყჳან, ვითარმედ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“. ;
ხოლო ვინ არიან, რომელნი აღდგომასა ურწმუნო არიან? არამედ იგინი, რომელნი ვლენ გზასა ბილწსა და ცხორებასა არაწმიდასა, ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი...
...უსაბამოჲთა, რამეთუ იტყჳს: „რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ“; არამედ არა თუ ამით სიტყჳთა სხუასაცა ბუნებითსა ძმასა უფლისასა მოასწავებს. და კუალად იგივე პავლე იტყჳს უფლისათჳს: „რომელი-იგი არსო დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით“; არამედ არა თუ ეგრე გუასწავებს, თუ სხუაჲცა ვინ იპოა მსგავსად უფლისა შემმუსრველი ჯოჯოხეთისაჲ და მესამესა დღესა დიდებით აღდგომილი მკუდრეთით ძალითა მით ღმრთეებისაჲთა.
ამისთჳს უკუე ისმენდი მეცნიერებით და გრწმენინ ღმრთისმოყუარებით: პირმშო ეწოდა უფალსა მამისაგან, რამეთუ პირველ საუკუნეთა მხოლოჲ მხოლოდ მხოლოჲსაგან იშვა შობითა უცხოჲთა და მოუგონებელითა; პირმშო ეწოდა ქალწულისაგან, რამეთუ არასადა შობილ იყო კაცთა შორის დედაკაცისაგან უთესლოდ ყრმაჲ და შემდგომად შობისა დაეცვა დედაჲ ქალწულად; პირმშოჲ ეწოდა მკუდრეთით, რამეთუ მან ყო შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ და დაჰჴსნა ძალი სიკუდილისაჲ, რომელი ადამისითგან ვიდრე მისდამდე სუფევდა კაცთა ზედა. სამკერძოვე პირმშო ეწოდა მეუფესა ჩუენსა ქრისტეს, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ, და განჩინებულ იყოს დიდებაჲ მისი ყოველთა შორის.
და კუალად მეტყჳან ჩუენ წინააღმდგომნი, ვითარმედ: იყავნ, რაჲეგე სთქუ ესრეთ, ა...