მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:24

23. უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.24. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ,25. რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა
კოლასელთა მიმართ თავი 1
24. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ,
თავი ე̂. ტკივილთა შინა და ჭირთა სწავლისა მისისათჳს და მოძღურებისა, რაჲთა განახლებულნი წარუდგინნეს ღმერთსა, რომელთაცა ჰრწმენეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ (1,24).:

თარგმანი: მითვე სასოებითა სახარებისაჲთა უხარის მოციქულსა ჭირთა მათ ზედა, რომელნი მას შეემთხუევიან ქრისტესთჳს, რამეთუ რასა-იგი მოწაფეთა თჳსთათჳს თავს-იდებდა, იგი ყოველი ქრისტესდად მიიწეოდა, ვინაჲთგან იგი სახიერი განკაცნა ჩუენთჳს, იგუემა და ყურიმალსა იცა, ჯუარს-ეცუა და მოკუდა ცხორებისათჳს კაცთაჲსა. ამისთჳს პავლე სარგებელისათჳს ძმათაჲსა, რაჲთა ყოველთა შორის მიმოდაეთესოს სიტყუაჲ ცხორებისაჲ, არა ხოლო ეგოდენთა, რაოდენნი ქრისტემან, არამედ ფრიად უმრავლესთა ღუაწლთა და ჭირთა დაითმენდა, რამეთუ ეკლესია არს სავსებაჲ მორწმუნეთა კრებულისაჲ, ხოლო ქრისტე — თავ გუამისა მის ეკლესიისა. აწ უკუე, რომელიცა კაცთაგანი სიმჴნით თავს-იდებს ჭირთა და დევნულებათა, რომელნი ეკლესიასა ზედა აღდგებოდიან წინააღმდგომთაგან, ესევითარისა მის ვნებაჲ ქრისტესდად შეირაცხების, და დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა აღავსებს, რამეთუ აწცა დღითი-დღე იგი თავადი ივნების ვნებითა მოწაფეთა მისთაჲთა, რომელნი მისთჳს ივნებენ, და იგი მათითურთ ზოგად ცხორებისათჳს კაცთაჲსა.

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
9. განსაცდელთა სულგრძელად ატანის შეგონება:

...ის ასპარეზს გვთავაზობს, იმისთვის, რომ ჩვენც ყველაფერი ვქმნათ, რაც კი შეგვიძლია, და ამით მისი მოწყალე განგების ღირსნი გავხდეთ. ამის ცოდნით, ნუ დავუძლურდებით განსაცდელებში და ნუ ვიდრტვინებთ მწუხარებებში, პირიქით, გავიხაროთ კიდეც, ნეტარი პავლეს მსგავსად, რომელიც ამბობს: „აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს" (). ხედავ მადლიერ სულს? თუ ის მწუხარებებში ხარობდა, მაშ, როდის შეეძლო მოწყენა? თუ ის, რაც სხვებს ადარდებს, მასში სიხარულს ბადებდა, მაშ, იფიქრე, რა მდგომარეობაში იყო მისი სული? და, რომ დარწმუნდე, რომ აღთქმული კეთილი სიკეთეების მიღება და ცათა სასუფეველის ღირსი გახდომა ვერ შეგვიძლია, თუ ამქვეყნიურ ცხოვრებას მწუხარებათა გზით არ გავივლით, ისმინე, რას ეუბნებიან მოციქულები ახალმოქცეულებს. „და განამტკიცებდეს, — ნათქვამია, — სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმ 14:21–22). მაშ, რითი გავიმართლებთ თავს, თუ არ ვინდომებთ ყოველგვარ ჩვენს თავს დატეხილ უბედურებას სულგრძელად, მამაცურად და მადლიერად ატანას, როცა ვიცით, რომ ცხონების მიღება სხვაგვარად, ამ გზის გავლის გარეშე, შეუძლებელია? და რა არის ამაში უცნაური და ახალი, როცა ყვე...

სრულად ნახვა
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენნი (1,5).:

...რომლისა თანა ჩუენ გუევნების. და ესე არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: "ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ", რამეთუ არა იგი ოდენ გუევნების, რაჲ-იგი ევნო ქრისტესა, არამედ ფრიად უმრავლესი. ვინაჲცა ამასვე პირსა სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ამით ჩემითა" (), რამეთუ თჳთ მებრვე ესე კმა არს ნაცვალად სხჳსა ყოვლისა ნუგეშინის-ცემისა, რაჟამს უწყოდინ, ვითარმედ მისვე თავადისა ქრისტესნი არიან ვნებანი ესე, რომელნი ამათ შეემთხუევიან, ხოლო ესე კუალად უმეტესი საზომი არს ქველისმოქმედებისაჲ, რაჟამს აღმატებასა თანა ჭირთასა აღმატებაჲ იქმნებოდის ნუგეშინის-ცემათაჲცა, და არა შესწორებული ოდენ ჭირთაჲ, არამედ ფრიად უმეტესიცა ნუგეშინის-ცემაჲ იხილვებოდის.

მოციქულისაჲ: რამეთუ გინათუ ვიჭირვით თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა (1,6).

თარგმანი: პირველად ნუგეშინის-ცემად ჭირთა შინა მოთმინებისა იტყჳს ზიარებასა ქრისტეს ვნებათასა და მის მიერ განმრავლებასა ნუგეშინის-ცემათასა, ხოლო აწ მეორედ სარგებელსა მოწაფეთასა, რამეთუ უკუეთუმცა უჭირველად ყოფისათჳს და რიდობისა ბრძოლათა და დევნულებათაჲსა დაედუმა მოციქულთა ქადაგებაჲ სახარებისაჲ, ესე საქმე წარწყმედა იყო მოწ...

სრულად ნახვა