...ოწეული ბოროტებები, ადრიანესა და ვესპასიანეს ჟამინდელი? მინდა, საყვარელო, ერთი ამბავი გიამბო, მაგრამ ნუ განერიდები; უფრო სწორად, ამის წინ სხვას ვიტყვი. ოდესღაც შიმშილი იყო, ამბობს წერილი, და „მეფე ისრაჱლისა იქცეოდა ზედა ზღუდესა მას“ (); შემდეგ მივიდა ქალი და მეფეს ეს სიტყვები უთხრა: მეფეო, „ამან დედაკაცმან მრქუა: მოვედ და შვილი ეგე შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე ჩემი შევჭამოთ ხვალე. და შევგბოლეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ და ვარქუ მეორესა დღესა: აწ შენი შვილი მოიყვანე და შევჭამოთ და დამალა შვილი იგი თჳსი.“ (). რა არის ამ უბედურებაზე უფრო მძიმე? კვლავ, სხვაგან წინასწარმეტყველი ამბობს: „ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი მათნი.“ (). ამრიგად, იუდეველებმა ასეთი სასჯელი მიიღეს; ჩვენ კი განა მით უფრო არ დავისჯებით?
4. გადადებული სასჯელი და გეენის ხსოვნა
გსურს, იუდეველების სხვა უბედურებებიც მ...