...ძლიერება დაარღვია; და ეს ჯოჯოხეთი, ადრე საშინელი და დაუძლეველი, ქრისტემ ახლა ისე გააუფასურა, რომ ზოგიერთნი მას არ ეშინიან და აქედან გადასახლებისკენ მიისწრაფვიან და ჩქარობენ. ასე პავლეც ძახილებს და ამბობს: „შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად" (). მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ახლაა, — ქრისტეს მოსვლის, სპილენძის კარიბჭეთა შემუსვრისა და სიმართლის მზის მთელ ქვეყნიერებაზე მობრწყინების შემდეგ. ხოლო იმ ძველ დროში სიკვდილი ჯერ კიდევ საშინელ სახეს ინარჩუნებდა და მაშინდელი მართალი კაცების სულს აძრწუნებდა, ისე, რომ ყოველივე დანარჩენს, თუნდაც ერთი შეხედვით აუტანელს, ადვილად ითმენდნენ. ამგვარად, ეს მართალიც, გერარელ მცხოვრებთა ვერაგობის შიშით, სარრას არა ცოლად, არამედ დად გასცემდა და ასე ცხოვრობდა იქ. და როგორც ეგვიპტეში გადასახლება ღმერთმა იმ მიზნით შეუშვა, რომ იქაური უმეცარნი და უგრძნობელნი შეიცნობდნენ მართლის სათნოებას, ასევე აქაც უფალი ავლენს თავის სულგრძელობას, რომ მართლის მოთმინებაც გაბრწყინდეს ყოველმხრივ, და ღვთის კეთილგანწყობა მის მიმართ ყველასთვის საცნაურ გახდეს. „მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ" (). წ...
ფილიპელთა მიმართ 1:23
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...აგან წუთერთ დააკლდინ. ვინ უაღრეს იქმნების ამათ ორთაგან, და რომელი უმეტესსა სასყიდელსა მიემთხუევის? არა საჴმარ არს აქა ჩემდა მრავლისმეტყუელებაჲ, რამეთუ დგას ნეტარი პავლე და განჩინებით იტყჳს: „გული მეტყჳს მე განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲსღა უმჯობეს; ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უაღრეს თქუენთჳს“. და პატივ-სცა აღშენებასა მოყუასთასა უფროჲს ქრისტეს მიმართ მოსლვისა, რამეთუ ესე არს უმეტესად ქრისტეს თანა ყოფაჲ - აღსრულებაჲ ნებისა მისისაჲ. ხოლო ნებაჲ მისი არარასა ზედა არს ესრეთ განსუენებულ, ვითარ ამას, რაჲთა უმჯობესსა მოყუსისასა ვიქმოდით. და ესე აუწყა პეტრეს, რაჟამს ჰრქუა: „პეტრე, გიყუარ მეა?“ და სამგზისვე სიყუარულისა მისისა სასწაულად მწყსაჲ ცხოვართა მისთაჲ უბრძანა. ხოლო ესე არა მღდელთა მიმართ ხოლო თქუმულ არს, არამედ კაცად-კაცადისა, რომლისადაცა რწმუნებულ იყოს გინა თუ დიდი, გინა თუ მცირე სამწყსო. ნუ მცირისათჳს უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ მამამან ზეცათამან სათნო-იყო მცირეცა იგი სამწყსოჲ. ერთიცა თუ ვის ჰყვეს მოწაფჱ ანუ შვილი, ყოვლითა მოსწრაფებითა იღუწიდინ, რაჲთა სარგებელ ეყოს მას სულიერითა წესითა. ესრეთ ვიქმნეთ სათნო უფლისა და მონა სარწმუნო. უკუეთუ მოვიგოთ სიყუარული, მოწყალებ...
...ითარმედ სული გან-რაჲ-ვიდეს ჴორცთაგან, არღარა ჴელ-ეწიფების სოფელსა ამას შინა ქცევად, არამედ წარიყვანებენ მას, რომელთაცა მიიღონ. ამის-თჳსცა სტეფანე იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი!“ და პავლე იტყოდა: „მსურის განსლვაჲ ამიერ და ქრისტეს თანა ყოფად“; და მამადმთავრისა მისთჳს წერილ არს, „მოკუდა სიბერითა კეთილითაო და შეეძინა მამათა თჳსთა; ესე იგი არს, ვითარმედ მათ თანავე წარვიდა სული მისი. ეგრეთვე უკუე არცა ცოდვილთა სულნი იქცევიანღა აქა შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა. და ისმინე, ვითარ მდიდარი იგი ამის ჯერისათჳს ევედრებოდა, რაჲთამცა მივიდა და აუწყა ძმათა თჳსთა, და არავე ჴელ-ეწიფა მას. ხოლო ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, მო-მცა-სრულ იყო და ეუწყა მუნ ყოფადი იგი.
ამის ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ შემდგომად ამიერ განსლვისა სულნი წარიყვანებიან უხილავსა მას სოფელსა, თითოეული შემსგავსებულსა თჳსთა საქმეთასა, გინა თუ განსასუენებელსა, გინა თუ სა-ჭირვებელსა; და არღარა უფალ არიან აქა მოსლვად, არამედ მოელიან სა-შინელსა მას დღესა განკითხვისასა.
და კუალად ამასცა გამოეძიებენ ვინმე, ვითარმედ: რაჲსათჳს ისმინა უფალმან თხოაჲ იგი ეშმაკთაჲ და უბრძანა კოლტს...