მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:15

14. ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტჳნვისა და გულის სიტყუათა,15. რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.16. სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
15. რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტვნვისა და გულისსიტყუათა, რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო (2,14-15).:

თარგმანი: რასა "ყოველსავე"? თჳნიერ მას, რასაცა გჳბრძანებს ღმერთი წმიდათა წერილთა მიერ, მის ყოვლისავე ქმნად თანამდებ ვართ, თჳნიერ დრტჳნვისა და გულისსიტყუათა ორგულებისათა, რამეთუ ესე არს ღონე თავისუფალ-მყოფელი ბრალისაგან მცნებისა გარდასლვისა, რაჲთა თჳნიერ დრტჳნვისა თავს-ვიდებდეთ ოფლთა სათნოებისათა, რამეთუ მდრტჳნავი უმადლო იქმნების ღმრთისა, და უმადლოჲ ღმრთისაჲ — თანამდებ საშჯელისა. ხოლო გულისსიტყუანი ორგულებისანი მოაუძლურებენ ძალსა კეთილთა მოქმედებისასა, და განდრეკითა სიწრფოებისა და უმანკოებისაგან — ყოვლად მანკიერ გუყოფენ ჩუენ. ამისთჳს შეუორგულებელად ქმნითა ყოვლისავე ღმრთისა მიერ ჩუენდა ბრძანებულისაჲთა, ვიქმნებით უმანკო და თავისუფალ ბოროტისაგან.

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...დეს. ამიტომ არც კაცობრივ დიდებას მივაპყროთ თვალი და არც ისე , რომ ბოროტი სახელი მოვიპოვოთ, არამედ ორივე მხრივ ზომიერებას ვცემდეთ პატივს. „რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა“ (), ამბობს. რამეთუ ამისთვის დაგვტოვა, რათა მნათობნი ვიყოთ, რათა სხვათა მოძღვრებად დავდგეთ, რათა ცომივით გავხდეთ, რათა ანგელოზთა მსგავსად ვიაროთ ადამიანთა შორის, რათა, როგორც მოზრდილნი მცირე ბავშვებთან და როგორც სულიერნი მშვინვიერებთან, ისე ვიყოთ, რათა ისინი მოიხვეჭონ, რათა თესლი ვიყოთ, რათა მრავალი ნაყოფი გამოვიღოთ. სიტყვები აღარ იქნებოდა საჭირო, ჩვენი ცხოვრება ასე რომ ბრწყინავდეს; არც მოძღვრები იქნებოდნენ საჭირო, საქმეებს რომ ვაჩვენებდეთ. არც ერთი წარმართი არ იქნებოდა, ჩვენ ქრისტიანები ისე რომ ვყოფილიყავით, როგორც ჯერ არს; ქრისტესას რომ ვიცავდეთ, უსამართლოდ რომ გვექცეოდნენ, ანგარებით რომ გვავიწროებდნენ, გინებისას რომ ვაკურთხებდეთ, ბოროტის დათმენისას რომ კეთილს ვუყოფდეთ, არავინ იქნებოდა ისეთი მხეცი, რომ ღვთისმოსაობისკენ...

სრულად ნახვა