მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:23

22. ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას.23. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან.24. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
23. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან.
ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რაჲთა განვიგო თავი ჩემი მისგან (2,23).:

თარგმანი: საპყრობილესა რობილესა შინა იყო და განტევებულ იქმნა და შემდგომად მათდა მისლვისა კუალად შეპყრობილ იქმნა. იტყჳს უკუე, ვითარმედ განვიგო თავი ჩემი; უკუეთუ განმიტეოს მძლავრმან, მოვიდე თქუენდა.

თავი დ̂. ტიმოთესთჳს და ეპაფროდიტესსა, რომელნი მიავლინნა მათდა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრეთ ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე (2,22-24).:

თარგმანი: არა ლიტონად პატივ-სცემს ტიმოთეს, არამედ უწყის, ვითარმედ რაოდენცა აღმატებულ ყოს პატივი მისი, ეგოდენ უფროჲს შესაწყნარებელ ყოს ქადაგებაჲ მისი. ამისთჳს თჳთ მათ მიიყვანებს მოწამედ, ვითარცა მეცნიერთა სათნოებისა მისისათა, და ღმერთსა ესავს, ვითარმედ მან განუმარჯოს მივლინებაჲ მისი; და ესე მაშინ ვყო, — იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჟამს განვიხილო თავისა ჩემისაჲ მყისი. ესე იგი არს, ვითარმედ: მაშინ მოგივლინო თქუენ ტიმოთე, რაჟამს განვიხილო მეყსა შინა შემთხუეული ჩემდა, რამეთუ მყისად უწოდდეს ძუელნი განჩინებასა მთავრისა გინა მსაჯულისასა, რომელი გამოჴდის პყრობილსა ზედა; გინათუ სიკუდილისაჲ, ანუ ცხორებისაჲ, მეყსა შინა წამსა თუალისასა. არამედ, რაჲთა არა შეწუხნენ, ესმეს რაჲ იჭჳ სიკუდილისა და ცხორებისა მისისაჲ, ამისთჳს სასოებითა უფლისაჲთა აღუთქუამს მისლვასა მათდა მიმართ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის