მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:21

20. ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა,21. რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
21. რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი.
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანახატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა, შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისსა ყოველი (3,20-21).:

თარგმანი: ვიეთ "ჩუენი"? — არამედ რომელთა გუნებავს, რაჲთა ქრისტიანე ვიყვნეთ და გუეწოდებოდის, მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, და არარას გჳჴმს ქუეყანისასა და აქა დაშთომადსა მოგებაჲ. არამედ ყოველსავე მას, რაოდენისა წინა წარცემაჲ და მუნ უკუანა წარტანებაჲ ჴელგუეწიფებოდის, სადაჲთ-იგი მოველით მეორედ დიდებით მოსლვასა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელი-იგი გარდასცვალებს ჴორცთა ამათ ჩუენთა სიმდაბლისაგან სიმაღლედ, ესე იგი არს —ხრწნილებისაგან უხრწნელებად, და თანახატ ჰყოფს ჴორცთა მათ თჳსთა, რომელ-იგი მან ადიდა შეერთებითა ღმრთეებისაჲთა, და განღმრთობილი აღამაღლა და დასუა მარჯუენით მამისა, რაჲთა მის თანა თაყუანის-იცემებოდის ყოველთაგან ზეცისა მჴედრობათა. ხოლო თანახატ ყოფაჲ ესე არს, რაჲთა საუკუნოდ ეგნენ შემკობილნი უხრწნელებითა, რამეთუ ესევე გუამი ჩუენი განხრწნილი კუალად უხრწნელ იქმნების შემდგომად აღდგომისა, და მიიღებს ქრისტეს თანა შუებასა საუკუნოდ. ვინაჲცა, ვაჲ განვრდომილთა ესევითარისა ამის პატივისაგან და დამონებულთა მიწისა და თიჴისათა, მიდევნებითა გემოთა და გულისთქუმათაჲთა, რამეთუ არა ხოლო საუკუნოჲსა შუებისაგან განვარდებიან, არამედ საუკუნესა და...

სრულად ნახვა
ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რაჲთა იყვნენ იგინი თანახატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა (3,21).:

თარგმანი: ეჰა საკჳრველი დიდებული მათ ჴორცთა, რომელნი მარჯუენით მამისა მჯდომარე არიან, ესე გლახაკნი და საწყალობელნი ჴორცნი თანახატ ექმნნეს მას, რომელი თაყუანის-იცემების ანგელოზთა მიერ; მას, რომლისა წინაშე დგანან უჴორცოთა ძალნი; მას, რომელი-იგი უზეშთაესი არს ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ, და ძალისა მისისა თანახატ იქმნებიან.

ესე ებისტოლჱ მიუწერა ფილიპელთა ჰრომით ეპაფროდიტეს მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის