მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:5

4. და ღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ, უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ჴორცითა, მე - უფროჲსღა:5. წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი,6. შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
5. წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი,
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: წინადაცუეთილებაჲ რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისსა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი (3,5).:

თარგმანი: ესე იყვნეს სიქადულნი ჰურიათა ნათესავისანი, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ: "არა სხჳთ ნათესავით მწირი მოსრულ ვარ ჰურიაობად და უკუანაჲსკნელსა ჰასაკსა შინა მამაკაცებისასა, არამედ რვა დღისასა წინა-დამიცუეთიეს შჯულისაებრ მოსესისა. არცა მე ოდენ ვარ სიყრმითგან ჰურია, ხოლო მშობელთა უცხოთესლთაჲ, არამედ პირველთა ნათესავთაჲთგან მაქუს ისრაიტელობაჲ, შთამომავალი ზემოით მიერ ბენიამენით, ვიდრე ჩემდამდე. არცაღა კუალად ერთი ვარ მათგანი, რომელნი-იგი დაღაცათუ ისრაიტელ იყვნიან, არამედ მიმოგანთესვითა წარმართთა შორის უმეცარ იყვნიან ენასა ებრაულსა, და მის ძლით ვერ-მსმენელ წიგნებსა მათსა. გარნა მე, ვითარ-იგი ნათესავისა მათისაჲ ვარ, ეგრეთვე ენისაცა მათისა და წიგნებისა წურთილ ვარ, ვითარცა შუენის ებრაელსა, ებრაელთავე მშობელთა შობილსა და განსწავლულსა. ამას ყოველსა თანა შჯულითაცა ფარისეველ ვარ" (რამეთუ ესენი ხოლო მართლმადიდებელ იყვნეს შორის სხუასა მას მრავალწვალებად განყოფილსა ერსა ჰურიათასა, ვითარცა თქუმულ არს მათთჳს საქმესა შინა მოციქულთასა, ვითარმედ: აღიარებდეს აღდგომასა მკუდართასა და იტყოდეს ყოფასა ანგელოზისა და სულისა, რომელსა სადუკეველნი უვარ-ჰყოფდეს....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის