...ს ცოლის სასჯელი (19:14–26)
ზედმეტად დიდია მათი ურჯულოება; და, რადგან მათი სენი განუკურნებელია და ჭრილობა არანაირ წამალს არ იღებს, ამიტომაც „მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". სწორედ ამას გამოხატავდა ნეტარი დავითი სიტყვებით: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (). ჩვენ მოვედით, ამბობენ, მთელი ამ ქვეყნის მოსასპობად (მცხოვრებთა ცოდვისთვის თავად მიწაც ექვემდებარება სასჯელს); მაშ, გამოდი შენ აქედან. მართალმა, ეს რომ მოისმინა და შეიტყო მიზეზი, რისთვისაც მოვიდნენ ეს, გარეგნულად ჩვეულებრივი ადამიანები, არსებით კი ანგელოზები და ყოველთა ღვთისმსახურნი, „გამოვიდა და თქუა სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა" (). მაგრამ ადრე იმ ურჯულოებს ეუბნებოდა: „აი, ორი ასული მყავს, რომლებმაც არ იცნენ მამაკაცი"; როგორ ნათქვამია აქ: „სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა?" ნუ იფიქრებ, რომ ეს სიტყვები ადრე მართლის მიერ ნათქვამს ეწინააღმდეგება. ძველთა ჩვეულება იყო — დაქორწინებამდე დიდი ხნით ადრე ნიშნობის გადახდა და ხშირად დანიშნულები ნიშანდებულთა მშობლების სახლში ცხოვრობდნენ, — რაც ახლაც ბევრ ადგილას ხდება. და, რადგან ნიშნობა უკვე შეს...