...ლი დიდი"**, რათა ყველა ამ მოვლენას ღვთის ხილვის გრძნობამდე მიეყვანა. ღმერთი ყოველთვის ასე იქცევა. აი, მოგვიანებითაც, როცა სინაის მთაზე მოსეს რჯული და მცნებები უნდა მიეცა, იყო, ნათქვამია, წყვდიადი და ქარიშხალი, და მთა რომ კვამოდა (გამ 19:16–18). ამიტომაც ამბობს წერილი: „რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან" (). რადგან უსხეულოს ხორციელი თვალებით ვერ ხედავ, ამიტომ უფალს სურს, განსაკუთრებული გამოვლინებებით აღგვნიშნოს თავისი თანდასწრება. მაშ, როცა მართალი (აბრაამი) შეშფოთდა და შიშმა და საშინელებამ მისი სული შეარხია, ეთქვა: შენ ამბობდი: „რაჲთა ვცნა" (აღთქმის აღსრულება) და სასწაულის მიღება გსურდა, — თუ როგორ დაიმკვიდრებდი ამ მიწას? აი, სასწაულს გაძლევ: შენ უნდა გქონდეს დიდი რწმენა, რომ იცოდე, მე შემიძლია ყველაზე არახელსაყრელი გარემოებებიდანაც ადამიანთა საქმეები კეთილ იმედებამდე მივიყვანო. „და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ. და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა" (დაბ 15:13–14). დიდია ეს სიტყვა და მამაცი, ამაღლებული სულის მქონეს, ყველაფერ ადა...
ფსალმუნნი 103:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...28:14). დიდი სიკეთეა ლოცვა. თუ ვინმე, სათნო ადამიანთან საუბრისას, მისგან არცთუ მცირე სარგებელს იღებს, მაშ, რა სიკეთეებს არ მიიღებს ის, ვინც ღვთისთან საუბრის ღირსი გახდა? ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. და, რათა ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ტკბილ ეყავნ" ღმერთს „გალობაჲ ჩემი" (), ანუ, სასიამოვნო იყოს ღვთისთვის საუბარი ჩემი. ნუთუ მას, ჩვენი თხოვნის წინაც, არ შეუძლია მოგვცეს? მაგრამ ის იმიტომ ელოდება (ჩვენს თხოვნას), რომ ჰქონდეს საბაბი სამართლიანად ღირსი გახადოს ჩვენ თავისი განგებისა. მაშ, მივიღოთ თუ არ მივიღოთ თხოვნილი, გულმოდგინედ აღვასრულოთ ლოცვა და ვმადლობდეთ არამხოლოდ მაშინ, როცა მივიღებთ, არამედ მაშინაც, როცა ვერ მივიღებთ, რადგან მიუღებლობაც, როცა ღვთის ნებით ხდება, არანაკლებ კეთილისმომტანია, ვიდრე მიღება. ჩვენ ხომ არც ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო, იმ ზომით, როგორც მან იცის. მაშასადამე, მივიღოთ თუ არ მივიღოთ, ჩვენ მადლობა უნდა აღვავლინოთ. და რატომ გიკვირს, როცა ვამბობ, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო? პავლეც, ამდენად დიდი და აღმატებული კაცი, ვინც ასეთი გამოუთქმელი (გამოცხადებების) ღირსი გახდა, არ იცოდა, რომ მისთვის უვარგისს ითხოვდა. ირგვლივ უბედურებებითა და გამუდმებული განსაცდ...
...ა, ბოლოს კი სიკვდილიც დაითმინა, და არა ჩვეულებრივი, არამედ ყველაზე სამარცხვინოდ მიჩნეული, ესე იგი, ჯვრის სიკვდილი; და ეს ყოველივე ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის დაითმინა ყოვლის შემოქმედმა, უცვალებელმა, ყოველივე არარსებულიდან არსებობაში მომყვანმა, „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ" (), რომლის დიდების ბრწყინვალებას ვერც ქერუბინები — ეს უსხეულო ძალები — უმზერენ, არამედ, პირს იფარავენ რა და ფრთებით იხურვენ, ჩვენ სასწაულზე მოწმობენ, — რომელსაც განუწყვეტლივ ადიდებენ ანგელოზები, მთავარანგელოზები და ბევრი ათასი (სულები). მან ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის ინება ადამიანი გამხდარიყო, კეთილი ცხოვრების გზა გაგვიხსნა და საკმარისი სწავლება მოგვცა იმით, რომ თავად გაიარა (ეს გზა), ჩვენსავე ჩვენი ბუნების მიმღებმა. რა გამართლება დაგვრჩება, თუ ჩვენი ცხონებისთვის ესოდენი რომ აღსრულდა, თავად გავხდით ეს ყოველივე ჩვენთვის უსარგებლო, და დაუდევრობით ცხონებას ვკარგავთ? ამიტომ, გევედრებით, ვიყოთ ფხიზლები და ნუ მივყვებით უგუნურად სხვათა ჩვეულებას, არამედ ყოველდღე თავიანთ ცხოვრებას გამოვიკვლიოთ და ვნახოთ, რაში შევცოდეთ და რა კეთილი გავაკეთეთ, და ასე გამოვასწოროთ შეცოდებანი, რათა ზეციური წყალობაც მოვიპოვოთ, და ღვთის სათნონიც ვიყოთ, როგ...
...ამსა ხედვიდეს, რამეთუ ამაღლდა, და დასასრული ეუწყა ანგელოზთა მიერ, ვითარმედ: ზეცად ამაღლდა.
და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა (1,9).
თარგმანი: ესეცა მაუწყებელი იყო ზუცად აღსლვისაჲ, რამეთუ ღრუბელმან შეიწყნარა, რაჲთა სრულ იქმნეს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარმედ: "დადვა ღრუბელი აღსავალად თჳსა" (), რამეთუ ვერცა ერთიღაჲ სხუაჲ დაჯდების ღრუბელსა ზედა, ვითარ-იგი გესმის ესაიაჲსგან: "აჰა, ესერა, ზის ზედა ღრუბელსა სულ-მცირესა" (). ესრეთ უკუე ღრუბლისა მიერ შეწყნარებასა მისსა ხედეიდეს მოწაფენი და სხუასა უმაღლეს ვერღარას განიცდიდეს.
და ვითარცა ხედვიდეს იგინი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა ესერა, ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა და ჰრქუეს მათ (1,10).
თარგმანი: ჰხედვიდეს, არამედ ვერ სრულიად განიცდიდეს სიმაღლისაგან ცისა და უძლურებისაგან თუალთაჲსა. ამისთჳს ანგელოზნი, რომელნი მარადის ჩუეულ იყვნეს ჩუენებად კაცთა ყოველსავე შინა ქრისტეს განკაცებისა საიდუმლოსა, ხარებითგან ვიდრე ამაღლებამდე იგინივე აწ კაცად შეცვალებულნი ეჩუენნეს მოციქულთა, რაჲთა არა შეაშფოთნენ იგინი, ხოლო ორნი ამისთჳს, რამეთუ პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.
კაცნო გალილეველნო, რაჲსა...
...სე ანუ ელია, არამედ მამამან ზეგარდამო ჴმა-სცა ღრუბლით გამო. რაჲსათჳს ღრუბლით გამო? რამეთუ ესრეთ განუწესებიეს მარადის ღმერთსა ხილვაჲ მისი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ღრუბელი და ნისლი გარემო მისა“, და „რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად მისა“, და „მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა“. და ამაღლებისათჳს უფლისა იტყჳს ლუკა მახარებელი წიგნსა მას მოციქულთასა, ვი-თარმედ: „ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა“. ხოლო რაჲთა გულსავსე იქმნენ, ვითარმედ ღმრთისა მიერ არს ჴმაჲ იგი, ამისთჳს წერილისაებრ ღრუბელი ნათლისაჲ მოჰფინა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (17,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მთასა მას ზედა სინასა ეჩუენა რაჲ ღმერთი მოსეს და უნდა, რაჲთა შიში დასდვას უგულისჴმოთა მათ და გულფიცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელისაჲ გამოაჩინა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა მოსე ნისლსა მას და ღრუბელსა. და ვითარცა კუამლი...