..., თუ „ამიერითგან“, არა მის ჟამისათჳს თქუა, ოდეს ამათ სიტყუათა იტყოდა, არამედ ჟამითგან ჯუარ-ცუმისა მისისა, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, თანასწორი მამისაჲ, და იგი არს, რომელი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ იტყოდა, რამეთუ ესევე სიტყუაჲ წინაჲთვე დავით ქადაგა: „კურთხეულ არს მომავალი სახელი-თა უფლისაჲთა“. ამათ სიტყუათა მიერ აღდგომაჲ მოასწავა და მეორედ მოსლვაჲ, და ვითარმედ მაშინ ყოველთა თაყუანი-სცენ მას, და ყოველი მუჴლი მოდრკეს.
არქუთ ურწმუნოთა ჰურიათა, უკუეთუ არა აღესრულნესა ყოველნი სიტყუანი უფლისანი? თქუა, ვითარმედ: „მოგივლინნე წინაჲსწარმეტყუელნი და ბრძენნი, და მოსწყჳდნეთ იგინი. და დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად, და შეგემთხჳნენ ჭირნი და ბოროტნი ურიცხუნი“. არა აღესრულაა ესე ყოველი? ჰე, ჭეშმარიტად, და ვერ გუაცილობენ. აწ უკუე ვითარცა ესე ყოველი აღესრულა, ეგრეთვე მეორედ მოსლვაჲ მისი აღესრულების, და ყოველთავე ადიდონ იგი და თაყუანის-სცენ. არამედ მაშინ არცა ურწმუნოთა სარწმუნოებად მოსლვაჲ ერგების, არცა უნანელთა - სინანული.
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ვიდრე ჟამიღა გუაქუს, ვიქმოდით კეთილსა, რამეთუ არცა მენავეთმოძღუარსა, უკუეთუ უდებებითა თჳსითა დაანთქას ნავი თჳსი, არ...