მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 135:12

11. და გამოიყვანა ისრაჱლი შორის მისსა, რამეთუ...12. ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ...13. რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად და განიყვანა ისრაჱლი შორის მისა, რამეთუ უ...
ფსალმუნნი თავი 135
12. ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ...

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოციქულთა თჳსთა: უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა პასექი იყოს, და ძჱ კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად?“ (26,1-2).:

...ოს, ვითარმედ საიდუმლოჲ დიდი აღესრულების, და დღესასწაული მოიწევის ცხორებად ყოვლისა სოფლისა. და ვითარმედ წინაჲსწარ იცოდა ყოველივე, რაჲ-იგი შემთხუევად იყო. ხოლო პასექისა მიერ პირველნიცა იგი სასწაულნი, ეგჳპტეს ქმნილნი, მოაჴსენნა, რაჟამს-იგი გამოიყვანებდა ძეთა ისრაჱლისათა „ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲსსა მღდელთმოძღურისასა და ზრახვაყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შოვრის“ (26,3-5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა უზომოსა ჰურიათა უწესოებასა? საქმესა უშჯულოვებისასა ჴელ-ჰყოფდეს და მღდელთმოძღურისა მივიდოდეს, რაჲთა მისგან მოიღონ წამებაჲ და ჴელმწიფებაჲ, ვინაჲ-იგი ჯერ-იყო უწესოვებისა დაყენებაჲ. ხოლო რავდენნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, რომელ იტყჳს მახარებელი, თუ: „შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი“? რამეთუ შჯული ერთსა განაწესებს მღდელთმოძღუარსა, ვითარცა მოსე იტყჳს, და რაჟამს იგი აღესრულის, სხუაჲ დაადგინიან; ხოლო აწ მრავალნი იყვნეს, რამეთუ დაეჴსნა ადრევე წესი იგი შჯულისაჲ ჰურიათა, და წელიწდეულნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, ვითარცა მოასწავებს ლუკა მახარებელი. ზაქარიაჲსთჳს იტყოდა და თქუა: „შემდგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღდგა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრევე უყვეს“ (21,33-36).:

...ისჴმა-ყავთ მისი იგი დიდებული მოღუაწებაჲ და მათი უზომოჲ დაჴსნილობაჲ: რომელი მუშაკთა საქმე იყო, თავადმან ქმნა; ვენაჴი დაასხა და ზღუდე გარემოსდვა და სხუაჲ ყოველივე ქმნა და დაუკლებელად მისცა მათ, რაჲთა სცვიდენ, და არავე ინებეს და არცა ქმნეს.

რამეთუ გამოიყვანნა რაჲ ეგჳპტით „ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა“ და შჯული მოსცა მთასა ზედა სინასა და ბევრეულნი სასწაულნი უჩუენნა და კარავი საწამებელი შეუმზადა, მერმე ქალაქი აღუშენა და ტაძარი იგი საკჳრველად შუენიერი. ესე არს ვენაჴი: შჯული იგი და ქალაქი და ტაძარი. ხოლო რაჲ არს იგი, რომელ იტყჳს, თუ: „წარვიდა“? ესე იგი არს: სულგრძელ ექმნა; რამეთუ მრავალთა მათ ცოდვათა მათთათჳს არა მიაგო ღირსი მისაგებელი. დიდსა მას სულგრძელებასა მისსა წარსლვად უწოდა. „და მიავლინნა მონანი მისნი“, ესე არიან წინაჲსწარმეტყუელნი, „მოღებად ნაყოფისა“, რომელ არს მორჩილებაჲ და აღსრულებაჲ მცნებათა მისთაჲ; ხოლო მათ აჩუენეს თჳსი უკეთურებაჲ არა უნაყოფოებითა ოდენ და უქმობითა კეთილისაჲთა, არამედ ტანჯვითა მით მივლინებულთა მათ მონათაჲთა. რამეთუ რომელნი თანამდებნი იყვნენ თანანადებისა დიდისანი და არა აქუნდეს, რაჲთა მისცენ, ვედრებაჲ უჴმს და დროებისა თხოაჲ, არა წინააღდგომაჲ; ხოლო იგინი არა წინააღმდგომ ოდენ იპოვნეს, არამედ ჴელნიცა სისხ...

სრულად ნახვა