მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 139:4

3. რომელთა ზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა;4. აღილესეს ენაჲ მათი, ვითარცა გუელისა, და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა.5. მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთა;
ფსალმუნნი თავი 139
4. აღილესეს ენაჲ მათი, ვითარცა გუელისა, და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. დიდი კვირა და ერთი ენის საიდუმლო (11:1-2):

...ველება იგულისხმება, იგივეს ნიშნავს „ჴმაც": ეს იგივეა, თითქოს ეთქვა, რომ ყველა ადამიანი ერთი და იგივე ბგერებით (სიტყვებით) და ერთი ენით ლაპარაკობდა. ხოლო, რომ სწორედ მეტყველებაზეა ნათქვამი: „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ", ისმინე, როგორ ამბობს წერილი სხვა ადგილას: „და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა" (). ასე რომ, წერილი სიტყვით „ბაგე" ჩვეულებისამებრ მეტყველებას აღნიშნავს. „და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ" ().

2. ბაბილონის გოდოლი და ამაო დიდება (11:3-4)

შეხედე, როგორ არ უყვარს ადამიანურ ბუნებას თავის საზღვრებში დარჩენა, არამედ ყოველთვის მეტს ეძებს და უმაღლესისკენ ისწრაფვის. ეს არის განსაკუთრებით ის, რაც ადამიანებს ღუპავს, რომ არ სურთ თავიანთი ბუნების საზღვრების ცოდნა, არამედ ყოველთვის მეტი სურთ და იმაზე ოცნებობენ, რაც მათზე მაღლა დგას. ამიტომაც ისინი, ვინც ამქვეყნიურ სიკეთეებს მიეჩვიეს, მაშინაც კი, როცა დიდი სიმდიდრითა და ხელისუფლებით ფლობენ, თითქოს თავიანთი ბუნება დაივიწყეს, ცდილობენ სულ უფრო მაღლა და მაღლა ავიდნენ, ვიდრე უღრმეს უფსკრულში არ ჩავარდებიან. ამას, როგორც ვხედავთ, ყოველ დღე ადგილი აქვს, და მაინც დანარჩ...

სრულად ნახვა
საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ადამიანის სახელი მხოლოდ სათნოს ეკუთვნის (6:3):

...ურ ვნებათა ტყვეობაში ჩავარდებიან, საღვთო წერილი მხეცთა სახელებს აძლევს, ისმინე, როგორ ამბობს ერთ ადგილას: „ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ" (). შეხედე, როგორ ზღვარგადასულ გარყვნილობის გამო უტყვის სახელს აძლევს (ადამიანს). სხვაგან კი: „გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა" (). აქ მათ გულისხმობს, ვინც ამ მხეცის (ასპიტის) მზაკვრობასა და ეშმაკობას მიბაძავენ. კვლავ სხვებს მუნჯ ძაღლებს უწოდებს (ეს 56:10–11) და კვლავ ამბობს: „ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი" (), მათ გულისხმობს რა, ვინც სათნოების სწავლებისთვის ყურებს იხშობენ. ბევრი სახელი შეიძლება იპოვო, რომლებსაც საღვთო წერილი ადამიანებს აძლევს, რომლებიც დაუდევრობით საქონლის ვნებებში ჩავარდნენ. ეს არა მხოლოდ ძველ აღთქმაში, არამედ ახალშიც ჩანს. ისმინე, რას ეუბნება იოანე ნათლისმცემელი იუდეველებს: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?" (). ხედავ, აქაც მათი ნების სიცბიერე მხეცის სახელით როგორ აღნიშნა? რა შეიძლება იყოს უბედურთაგან უბედურესი, ვიდრე უღმრთოებას მიცემული ადამიანები, როცა ისინი ადამიანის სახელსაც...

სრულად ნახვა
საუბარი 12. „ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისა" (დაბ 2:4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სტიქიონთა მორჩილება და ადამიანის ვნებები:

...იერ 5:8); ხან სახედრებს, უგუნურებისა და სისულელისთვის: „ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (); ხან ლომებსა და ავაზებს, ხარბობისა და მტაცებლობისთვის; ხან ასპიტებს, ვერაგობისთვის: „გესლი, — ამბობს, — ასპიტთა ბაგეთა მათთა" (); ხან გველებსა და იქედნეებს, შხამიანობისა და ბოროტებისთვის, როგორც ნეტარი იოანეც ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა" ()? სხვა, ვნებების შესაბამის სახელებსაც აძლევს ადამიანებს, რომ ამით მაინც შერცხვეთ და ოდესმე (ადამიანთათვის) თანდაყოლილ კეთილშობილებას დაუბრუნდნენ, თავიანთ ძმებთან შერიგდნენ და ღვთის სჯულს უპირატესობა მიანიჭონ იმ ვნებებზე, რომელთაც უზრუნველობით მიეცნენ.

4. ადამიანის შექმნა მტვრისგან (2:7)

არ ვიცი, სიტყვის დინებამ როგორ მიგვიტაცა აქეთ. დავუბრუნდეთ, ბოლოსდაბოლოს, საგანს და ვნახოთ, კიდევ რისი სწავლება სურს ჩვენთვის დღეს ამ ნეტარ წინასწარმეტყველს. რომ თქვა: „ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისა", შემდეგ ისევ, უფრო დაწვრილებით, ადამიანის შექმნაზე მოგვითხრობს. ზემოთ მოკლედ თქვა: **„და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:

...ელთანი უკუეთუ ვინ მიამსგავსნეს მდინარესა მწჳრისასა, არა სცთების ყოვლადვე, არამედ ჭეშმარიტსა იტყჳს.

უკუეთუ მრისხავთ ამისთჳს, რომელ პირნი ესევითარნი მდინარესა მწჳრისასა მივამსგავსენ, უწყოდეთ, ვითარმედ ფრიად რიდობით ვთქუ ესე; ხოლო წერილი ფრიად უმეტეს ამისა იტყჳს ესევითართათჳს: „გესლი ასპიტისაჲო ბაგეთა მათთა“; და „სამარე ზეღებულ არს ჴორჴი მათი“. ხოლო ნეტართა მათ მონაზონთაჲ არა ეგრეთ არს, არამედ იხილვების სავსე სიტკბოებითა და სურნელებითა ფრიადითა, და ესე ამასვე სოფელსა.

ხოლო მის საუკუნოჲსაჲ რაჲ-იგი მიელის მათ, რომელმან-მე სიტყუამან გამოთქუას, რომელმან-მე გონებამან მოიგონოს ბრწყინვალებაჲ იგი ანგელოზებრივი, ნეტარებაჲ იგი გამოუთქუმელი, კეთილნი იგი მოუგონებელნი? უწყი, მრავალთა გულნი განჴურდეს სიტყუათაგან ამათ და სურვილად აღიძრნეს კეთილისა ამის მოქალაქობისა. გარნა რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ვიდრე ეკლესიასა შინა იყვნეთ, სურვილი ესე აღეტყინებოდის შორის თქუენსა, ხოლო გან-რაჲ-ხჳდეთ ამიერ, დაშრტეს ალი იგი და განგრილდეს? ამისთჳს, ჵ კაცო, უკუეთუ იქმნა შენ შორის სურვილი, უკუეთუ აღეტყინა გულსა შენსა ცეცხლი სულიერი, ნუ გცონინ წარსლვად მათ ანგელოზთა თანა და შერთვად კრებულსა მათსა. ვერ გულისჴმა-გიყოფს ე...

სრულად ნახვა