...„აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა“ (). ეს ასე თქვა, რათა ეჩვენებინა, რომ აღდგომა რისხვის გარეშეც შეიძლება, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო“ (). ხოლო როცა „აღდეგ“-ს ისმენ, ნურაფერს სხეულებრივს იეჭვებ. რადგან როგორც ღმერთზე „ჯდომა“ სხეულებრივად არ არის ნათქვამი, ასევე არც ეს. რადგან, ამბობს: „ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე“ (). მაშ, რა არის ის, რაც ჯდომით იგულისხმება? ბუნების სიმტკიცე, დამყარებულობა, სიმყარე და მუდმივობა, რაც მან საწინააღმდეგო დაპირისპირებითაც ცხადყო. რადგან, როცა თქვა: „ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე“ (), შემდეგ დასძინა: „სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა თჳსისა2. უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა.3. მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა.4. ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.5. ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.6. მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.7. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო,8. რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.9. უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა შენი. დიდებაჲ