...გამო“.
ხედავ, როგორ მიმართავს მას მთელი სიტყვის განმავლობაში გულმხურვალე განწყობით? ამიტომ სხვაგანაც უბრალოდ კი არ წინასწარმეტყველებს, არამედ ბრალდების სახით, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?“ (). ასევე აქაც ამბობს: „ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე“ (). რადგან მის შობაზე არაფერი უთქვამს, არც აღზრდაზე, არც სხვა საკითხებზე, არამედ მის შესახებ საუბარს აქედან იწყებს. რატომ ასე? იმიტომ, რომ ყოველივეს თანმიმდევრობით თქმა მახარებელთა საქმეა; ამიტომ ეს მათ შემოუნახა, რადგან ეს მათი თხრობის საქმე იყო; ხოლო წინასწარმეტყველების საქმეა, ზოგი ნაწილი გამოარჩიოს და მათ შესახებ ისაუბროს. ამიტომაც წინასწარმეტყველები ყველგან ამას აკეთებენ: ისტორიაში მცირედს ჩაურთავენ, ოდნავ ჩრდილავენ და მიდიან. ამიტომ ეს წინასწარმეტყველიც ამბობს: **„გაკურთხა შენ ღმერთმან...