...ურვიელ იყო საკჳრველებათა მათ ხილვად, ვისმცა არა უყუარდა იგი, ვისმცა არა სწადოდა მიხედვად ოდენ პირსა მისსა და სმენად სიტყუათა მისთა? რამეთუ არა სასწაულნი ხოლო მისნი საკჳრველ იყვნეს, არამედ ხილვაჲცა მისი, სავსე მადლითა, ვითარცა მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსა“. ხოლო რომელ იტყჳს ესაჲა, ვითარმედ: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ მისი, არცა სიკეთე“, გინა თუ დიდებასა მას თანა ღმრთეებისასა, მიუწთომელსა და გამოუთქუმელსა, სახესა მას ჴორციელისა ხილვისა მისისასა ესრეთ უწოდა, ანუ სახესა მას ვნებისა მისისასა წარმოიტყოდა, და ვითარი შეურაცხებაჲ მოითმინა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ნეფსით ცხორებისა ჩუენისათჳს. ხოლო დავითს დიდებული იგი სახე ჴორციელისა ხატისა მისისაჲ სულითა წმიდითა ეუწყა და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთასა“, რაჲთა მოასწავოს მადლი მისი და სიბრძნე და მოძღურებაჲ და სასწაულნი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „განეფინა მადლი ბაგეთა შენთა“, რომლისა არა არს რიცხჳ მადლისა მის მისისაჲ.
ამისთჳსცა ყოველთა მიერ საწადელ იყო ხილვად, და ხილვისა ოდენ მისისაგან დიდითა სარგებელითა აღივსებოდეს, რა...