...ედა დადვეს და ესრეთ მიუპყრეს, ; რამეთუ თჳთცა არა ენება შეხებაჲ მისი, ვითარცა ბოროტისა რაჲსამე, არამედ ლერწმითა და უსუპითა მიუპყრობდეს, ხოლო თავადმან მიიღო რაჲ ძმარი იგი, თქუა: „აღსრულებულ არს წერილი“ (19,30). ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ჴელმწიფებით იქმს? და შემდგომიცა ისმინე, ვითარ, იხილა რაჲ, რამეთუ ყოველი წერილი აღსრულებულ იყო, „მიიდრიკა თავი და განუტევა სული“ (19,30). იხილე აქა ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ჩუენ ოდეს მივსცეთ სული, მაშინ მიდრკების თავი, ხოლო აქა თჳთ ოდეს ინება, მიიდრიკა თავი და განუტევა სული. და ამით ყოვლითა გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ უფალ ყოვლისა იყო. არამედ ჰურიანი კუალად რომელნი-იგი აქლემსა შთასთქმიდეს და ბურნაკსა წურვიდეს, ესევითარი საშინელი საქმჱ ექმნა, და დღისა მისთჳს გამოძიებასა იქმოდეს და ეკრძალებოდეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიათა, რაჲთა არა დაადგრენ გუამნი იგი შაბათადმდე ჯუარსა ზედა, რამეთუ იყო დიდ დღჱ იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა განუტეხნენ წჳვნი მათნი და აღიხუნენ“ (19,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ძლიერ არს ჭეშმარიტება...