...ლისხმობ; ისინი ხომ მხეცებზე უფრო სასტიკნი არიან; ნუ ენდობი მდინარ საგნებს, რათა მტკიცედ დგომა შეძლო. წყალზე არავინ დგას, კლდეზე კი ყველანი უსაფრთხოდ დგანან. ამქვეყნიური საქმეები წყალია, რადგან ამბობს: „შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე“ (), როგორც წამღები ნიაღვარი. სულიერი საქმეები კლდეა, რადგან ამბობს: „და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი“ (). ამქვეყნიური საქმეები ლამი და ტალახია; ამათგან თავი ამოვიზიდოთ, რადგან ასე შევძლებთ ქრისტეს გამოჩინებას ვეწიოთ. ყოველივე, რაც დაგვატყდება, დავითმინოთ; ყველაფერში საკმარისი ნუგეშია ქრისტესთვის ვნება; ეს საღმრთო შემლოცველი სიტყვა გავიმეოროთ და ჭრილობის ტკივილი შეწყდება. და როგორ შეიძლება ქრისტესთვის ვნება? — ამბობს. ვინმემ ცილი დაგწამა უბრალოდ, არა ქრისტესთვის? თუ დიდსულოვნად აიტან, თუ მადლობას შესწირავ, თუ მისთვის ილოცებ, ამ ყველაფერს ქრისტესთვის ა...