მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 7:10

9. უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.10. აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო.11. შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.
ფსალმუნნი თავი 7
10. აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო.
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.“ ().

„უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.“ ().

1. ქუშის ერთგულება დავითის ჭირში

საჭირო იყო წმიდა წერილებისა და ისტორიული ამბების ცოდნა ისე ზედმიწევნით გვქონოდა, რომ მათი სწავლებისთვის უფრო ვრცელი სიტყვა აღარ დაგვჭირვებოდა; მაგრამ ვინაიდან ერთნი ამქვეყნიური საქმეებით არიან დაკავებულნი, სხვანი კი თავს უდებებას აძლევენ და ამ ამბებს ყურს არ უგდებენ, აუცილებელია სიტყვა უფრო გავავრცოთ და ფსალმუნის საგანზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ყურადღებით დაუგდეთ ყური. მაშ, რა არის ეს საგანი? „ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი“ (). სხვა ვარიანტია: „ფსალმუნი უმეცრებისათვის, დავითისა“. <span...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ძლეოდა: გონების დაფარულის ცოდნას. რადგან ამბობს: „რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი“ (). დავითიც კვლავ ამბობს: „რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო“ (). ღმერთი ამას წინასწარმეტყველებსაც ხშირად აცნობებდა, რათა მსმენელებს ესწავლათ, რომ ნათქვამში არაფერი იყო მხოლოდ ადამიანური, არამედ მთელი განჩინება ზეგარდმო და ცათაგან იყო ჩამოტანილი.

ამიტომ ეს დიდხმოვანი ესაიაც, მას შემდეგ, რაც მეფეს დიდი სიმშვიდით ესაუბრა, საშიშროებათაგან გაათავისუფლა, ახლანდელ ამბებზე გამხნევება უბრძანა და ამის მტკიცებულებებიც მისცა - თავდამსხმელთა განზრახვის გამოცხადება, ღალატის მხილება, ისრაელის სრული და მთელი დატყვევების წინასწართქმა და დროის მითითება - ამით არ დაკმაყოფილდა, არამედ უფრო შორს მიდის: არ ელოდება, რომ მან სასწაული ითხოვოს, არამედ, მიუხედავად იმისა, რომ აქაზს ურწმუნოების სიჭარბის გამო არ სურს, მაინც მოუწოდებს; და არც უბრალოდ, არამედ არჩევანის ბატონადაც ხდის: რადგან არ ამბობს, ესა და ეს სასწაული ითხოვეო, არამედ - სადაც გი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“ (9,4-8).:

...ხავთ გულთა შინა თქუენ-თა?“ (9,3-4).

ხოლო ცნობაჲ დაფარულთა გულისათაჲ ჭეშმარიტად მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ იცნი გულნი ჩუენნი მხოლომან“; და კუალად იტყჳს: „რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა, ღმერთი მართალი“; და კუალად წერილ არს: „კაცი პირსა განიცდინ და ღმერთი - გულსა“. და ესე მრავალკერძო საცნაურ არს, ვითარმედ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს განცდაჲ გონებათაჲ. ხოლო ქრისტემან რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ღმერთი არს თანასწორი მამისაჲ, ამისთჳს რომელსა იგინი ზრახვიდეს გულთა შინა თჳსთა და არა გამოაცხადებდეს, რამეთუ ეშინოდა ერისა მისგან, გამოუცხადა მათ და გულისსიტყუანი მათნი საცნაურ-ყვნა და ჰრქუა მათ სახიერებით: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა“ და შეპყრობილ ხართ ორითა სენითა ბოროტითა: შურითა და ურწმუნოებითა? ამისთჳსცა ესერა პირველსა მას ზედა სხუასაცა სასწაულსა წინაგიყოფ გულსავსეყოფად ურწმუნოებისა თქუენისა და გამოგიცხადებ დაფარულსა გულთა თქუენთასა და მას ზედა სხუასაცა შევსძინებ - განკურნებასა მას განრღუეულისასა. აწ უკუე „რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყ...

სრულად ნახვა