მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 7:3

2. უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.3. ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.4. უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა,
ფსალმუნნი თავი 7
3. ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.“ ().

„უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.“ ().

1. ქუშის ერთგულება დავითის ჭირში

საჭირო იყო წმიდა წერილებისა და ისტორიული ამბების ცოდნა ისე ზედმიწევნით გვქონოდა, რომ მათი სწავლებისთვის უფრო ვრცელი სიტყვა აღარ დაგვჭირვებოდა; მაგრამ ვინაიდან ერთნი ამქვეყნიური საქმეებით არიან დაკავებულნი, სხვანი კი თავს უდებებას აძლევენ და ამ ამბებს ყურს არ უგდებენ, აუცილებელია სიტყვა უფრო გავავრცოთ და ფსალმუნის საგანზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ყურადღებით დაუგდეთ ყური. მაშ, რა არის ეს საგანი? „ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი“ (). სხვა ვარიანტია: „ფსალმუნი უმეცრებისათვის, დავითისა“. <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
11. სულგრძელება, სინანული და ქების მსხვერპლი:

...ამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, კვლავ აუქმებს ამ განაჩენს: სასჯელს კი არ გადასცემს მათ, როგორც მსჯავრდებულებს, არამედ, როგორც გამოსწორების საჭიროების მქონეთ, შეგონებასა და რჩევას ანდობს, შიშით გონს მოჰყავს და ამბობს: „ნუუკუე წარგიტაცნეს“ (), „ვითარცა ლომმან“ (), „და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა“ ().

„მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი“ (). მას შემდეგ, რაც კაცთმოყვარეობა აჩვენა, შეაგონა, ურჩია, დაემუქრა, შეაშინა, განუზავებელი სასჯელი დაუყენა წინ და რჩევაც შესთავაზა, იმ გზასაც ასახელებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომხდარის გამოსწორება, და ამბობს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ (). ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: იგი არა მხოლოდ ჩემს რისხვას შეაჩერებს, არც მხოლოდ მსჯავრს მოხსნის, არამედ განმადიდებს კიდეც. იხილე სათნო საქმის სიდ...

სრულად ნახვა