მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 7:4

3. ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.4. უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა,5. ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;
ფსალმუნნი თავი 7
4. უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა,
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.“ ().

„უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.“ ().

1. ქუშის ერთგულება დავითის ჭირში

საჭირო იყო წმიდა წერილებისა და ისტორიული ამბების ცოდნა ისე ზედმიწევნით გვქონოდა, რომ მათი სწავლებისთვის უფრო ვრცელი სიტყვა აღარ დაგვჭირვებოდა; მაგრამ ვინაიდან ერთნი ამქვეყნიური საქმეებით არიან დაკავებულნი, სხვანი კი თავს უდებებას აძლევენ და ამ ამბებს ყურს არ უგდებენ, აუცილებელია სიტყვა უფრო გავავრცოთ და ფსალმუნის საგანზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ყურადღებით დაუგდეთ ყური. მაშ, რა არის ეს საგანი? „ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი“ (). სხვა ვარიანტია: „ფსალმუნი უმეცრებისათვის, დავითისა“. <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 12-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მტრის სიხარული და წყალობაზე სასოება:

...ცის მადლიერება? თუმცაღა უამრავი სათნო საქმე ჰქონდა და მათი საშუალებით შეეძლო ღმერთს შევედრებოდა, ამათგან არაფერს ამბობს, არამედ მხოლოდ ღმერთის წყალობას აფარებს თავს. ამიტომ ცხადია: მაშინაც კი, როცა ამბობს, მაგალითად, „უკუეთუ ვყავ ესე“ (), „ანუ თუ მისა დავაგე“ () და მსგავს სიტყვებს, ამას იმიტომ ამბობს, რომ თქმის დიდი აუცილებლობა დაუდგა. ხოლო როცა ეს აუცილებლობა არ არის, იმათგან არაფერს ამბობს, არამედ ღმერთის წყალობასა და კაცთმოყვარეობას ყოველგვარი ვედრების ნაცვლად წარადგენს. შემდეგ, დარწმუნებული, რომ სასოება არ გაუცრუვდება, ამატებს: „იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა“ ().

იხილე სასოებით აღსავსე სული? ითხოვა და, ვიდრე მიიღებდა, მადლობას სწირავს, თითქოს უკვე მიეღო; ღმერთს უგალობს და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მიღებულს შეჰფერის. საიდან იყო ასე სასოებით აღსავსე? დიდი მადლ...

სრულად ნახვა