...ეს მცნებები, ყოველთა საერთო მეუფისგან მოცემული, მათით იზღუდავდეს თავს და სათანადოდ სარგებლობდეს ღვთის ჩვენდამი დიდი სულგრძელობით, არ ელოდოს იმას, რაც საქმით აღსრულდება, რომ მხოლოდ მაშინ დამდაბლდეს, რათა ჩვენზეც არ ითქვას: „რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ" (). მაშ, საყვარელნო, ვინაიდან ამჟამინდელ მარხვის დროს ჩვენს თანამოშველედ გვყავს, ვისწრაფოთ ყველანი ცოდვათა აღსარებისკენ, განვეშოროთ ყოველ ბოროტებასა და ყოველი სათნოება ვქმნათ. ასე გვასწავლის ნეტარი წინასწარმეტყველი დავითი, რომელიც ამბობს: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი" (). თუ ასე მოვიწყობთ თავს და საჭმლის მარხვას ბოროტებისგან თავის შეკავებასაც შევუერთებთ, უფრო დიდ კადნიერებას მივიღებთ და ღვთისგან უხვი მოწყალების ღირსნი შევიქნებით, როგორც ამჟამინდელ ცხოვრებაში, ისე იმ საშინელ დღეს, ღვთისთვის სათნო ადამიანთა ლოცვითა და შუამდგომლობით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ფსალმუნნი 77:34
33. და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.34. რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ.35. და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს.
ფსალმუნნი თავი 77