მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 9:16

15. რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა;16. ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი.17. განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ჴელითა თჳსთაჲთა შეიპყრა ცოდვილი.
ფსალმუნნი თავი 9
16. ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (11,49-50).:

...მოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (11,49-50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა მით, რომელ დაარწყეს, შეიპყრა ფერჴი მათი“. ესე ჰურიათა ზედა იქმნა, რამეთუ იგინი იტყოდეს მოკლვად იესუჲსა, რაჲთამცა არა მოვიდეს ჰრომნი და წარმოტყუენნეს იგინი და ქალაქი მათი. და ვინაჲთგან მოკლეს უფალი, რომლისათჳს მოკლეს იგი, მოიწია მათ ზედა; და საქმჱ იგი რომელი ქმნეს, რაჲთამცა განერნეს ტყუეობისაგან, მისთჳს ტყუე იქმნეს; და რომელი მოკლეს, იგი ცათა შინა არს, მეუფჱ ყოველ-თაჲ, ხოლო მკლველნი მისნი მკუდარ არიან გეჰენიასა შინა. და მათ არა ესე გულისხმა-ყვეს, არამედ ენება მოკლვაჲ მისი და იტყოდეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა. და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი მღდელთმოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ, თქუა (რამეთუ ურცხჳნო იყო უფროჲს ყოველთაჲსა): თქუენ არა იცით არცა ერთი“ (11,48-49).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა იგინი განიზრახვიდეს და მიმოაგდებდეს და იტყოდეს: „რაჲ ვყოთ?“ მან უკეთურებით და...

სრულად ნახვა