თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო, რაჲ-თა სიღრმჱ წმიდათა წერილთაჲ გულისხმა-ვყოთ, რამეთუ ესრეთ უშრომელად არა იქმნების გულისხმის-ყოფაჲ მათი, არამედ გჳჴმს ლოცვაჲ მჴურვალჱ და მოსწრაფებაჲ დიდი, რაჲთა გულისხმა-ვყვნეთ სიტყუანი იგი. რამეთუ აჰა ესერა დღესცა არა მცირე საძიებელი აღმოვიკითხეთ, თუ ვითარ, თქუა რაჲ ნათანაელ, თუ: „შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ“, ქრისტემან მიუგო, ვითარმედ: „რომელ გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, გრწამს ესე, უფროჲსი ამათსა იხილო“. ხოლო რაჲ არს ამის სიტყჳსა საძიებელი? რამეთუ პეტრე შემდგომად ესოდენთა სასწაულთა ხილვისა თქუა რაჲ, ვითარმედ: „შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ“, ჰნატრის მას უფალი, ვითარმედ: მამისა მიერ მოიღე გამოცხადებაჲ ეგე. ხოლო ნათანაელ პირველ სასწაულთა ხილვისა და ყოვლისავე სწავლისა ესევე თქუა, და არარაჲ ესევითარი ჰრქუა მას ქრისტემან, არამედ ვითარმცა არარაჲ ეთქუა, ესრეთ უზეშთაესისა მიმართ აწუევს მას ქრისტჱ. რაჲ არს ამისი მიზეზი? გარნა ესე, რამე-თუ სიტყუანი ამისნიცა და პეტრესნიცა ერთ იყვნეს, ხოლო გონებითა არა ერთითა თქუეს, არამედ ამან სხჳთა გონებითა...
სახარებაჲ იოვანესი 1:49
48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.50. მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1