მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:50

49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.50. მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო.51. და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
50. მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე ქუეშე ლეღუსა, და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო“ (1,49-50).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო, რაჲ-თა სიღრმჱ წმიდათა წერილთაჲ გულისხმა-ვყოთ, რამეთუ ესრეთ უშრომელად არა იქმნების გულისხმის-ყოფაჲ მათი, არამედ გჳჴმს ლოცვაჲ მჴურვალჱ და მოსწრაფებაჲ დიდი, რაჲთა გულისხმა-ვყვნეთ სიტყუანი იგი. რამეთუ აჰა ესერა დღესცა არა მცირე საძიებელი აღმოვიკითხეთ, თუ ვითარ, თქუა რაჲ ნათანაელ, თუ: „შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ“, ქრისტემან მიუგო, ვითარმედ: „რომელ გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, გრწამს ესე, უფროჲსი ამათსა იხილო“. ხოლო რაჲ არს ამის სიტყჳსა საძიებელი? რამეთუ პეტრე შემდგომად ესოდენთა სასწაულთა ხილვისა თქუა რაჲ, ვითარმედ: „შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ“, ჰნატრის მას უფალი, ვითარმედ: მამისა მიერ მოიღე გამოცხადებაჲ ეგე. ხოლო ნათანაელ პირველ სასწაულთა ხილვისა და ყოვლისავე სწავლისა ესევე თქუა, და არარაჲ ესევითარი ჰრქუა მას ქრისტემან, არამედ ვითარმცა არარაჲ ეთქუა, ესრეთ უზეშთაესისა მიმართ აწუევს მას ქრისტჱ. რაჲ არს ამისი მიზეზი? გარნა ესე, რამე-თუ სიტყუანი ამისნიცა და პეტრესნიცა ერთ იყვნეს, ხოლო გონებითა არა ერთითა თქუეს, არამედ ამან სხჳთა გონებითა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალთა რომელთა ესმა ესე მოწაფეთა მისთაგან, და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“ (6,60).:

...ვითარმედ დრტჳნვენ, - რამეთუ ესეცა საქმჱ ღმრთეებისა მისისაჲ იყო, რომელ დაფარულთა მათ გულისათა გამოაცხადებდა, - და ეტყოდა, ვითარმედ: „ესე დაგაბრკოლებს თქუენ?“ ესე უკუე ნათანაელს ზედაცა ქმნა, ვითარმედ: „გარქუ შენ, თუ: გიხილე ლეღუსა ქუეშე, გრწამს, ამისა უმეტესი იხილო“. და აქაცა აწ ეგრეთვე ეტყჳს, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე დაგაბრკოლებსა, უკუეთუ იხილოთ ძჱ კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?“ (6,61-62).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ნიკოდემოსსცა ეტყოდა, ვითარმედ: „არავინ აღვიდა ზეცად, გარნა ზეცით მოსრული იგი ძჱ კაცისაჲ, რომელი იყო ზეცას“. რაჲ არს? ნუუკუე დაფარულებასა დაფარულთა ზედა დაჰრთავსა? გარნა არა, - ნუ იყოფინ! - არამედ სიმაღლითა მით და სიმრავლითა სწავლათა მისთაჲთა ენება მოქცევაჲ მათი. რამეთუ რომელმან თქუას ესე ლიტონად, თუ: „გარდამოვჴედ ზეცით“, და სხუაჲ არარაჲ შესძინოს, უფროჲსად დააბრკოლებს, ხოლო მისნი იგი სიტყუანი, რომელ იტყოდა, თუ: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი ცხორებაჲ არს სოფლისაჲ“, და ვითარმედ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, მეცა ცხოველ ვარ მამისათჳს“, და ვითარმედ: „ზეცით გარდამოვჴედ“, - ესე ყოველი დამჴსნელი იყო ურწმუნოებისაჲ. რამე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან“ (16,16-17).:

...კუალად ნათანაელ ჰრქუა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფე ისრაჱლისაჲ“, და არარაჲ ნეტარებაჲ მისცა, არამედ უფროჲსად, ვითარცა ვერ სრულსა გულისჴმის-ყოფასა მოსრულსა, აყუედრა და ჰრქუა: „რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე ქუეშე ლეღუსა, გრწამს; უფროჲსი ამისა იხილო“.

რაჲსათჳს უკუე მათცა ესევე სიტყუაჲ ჰრქუეს და ვერ მიიღეს ნეტარებაჲ ესევითარი, ხოლო პეტრეს ესრეთ დიდებული მიანიჭა ნეტარებაჲ? ესე ამისთჳს, რამეთუ მათ დაღაცათუ ძედ ღმრთისა სახელ-სდვეს, არამედ ვითარცა მრავალთა წმიდათა სახელ-ედვა ძედ ღმრთისა, მადლითა მისმიერითა და არა ბუნებით, ეგრეთ მათ გულისჴმა-ყვეს, უაღრეს სხუათა ყოველთასა მიწევნულად მადლსა მას ძეობისა ღმრთისასა, ეგრეთვე ნა-თანაელცა, და ვერ მისწუთეს გულისჴმის-ყოფად ჭეშმარიტსა მას ძეობასა მისსა და ბუნებისა მისგან და არსებისა მამისა შობასა. ხოლო აწ პეტრე ბუნებითა მით არსებისაჲთა და შობითა მით დაუსაბამოჲთა ძედ ღმრთისა აღიარა და სახელ-სდვა მას, ამისთჳს ღირს იქმნა ნეტარებასა სრულსა. და პირველთქუმულთა მათ არარაჲ ესევითარი მიუგო უფალმან, ხოლო ამას ჰრქუა, ვითარმედ: „ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს შენ“. ესე იგი არს: არარაჲთა კაცობრივითა სიბრძნითა, ანუ მეცნიერებითა, ანუ სხჳთა რაჲთმე ჴორც...

სრულად ნახვა