თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს დამაყენებელ, რაჲთა დღესცა მათვე სიტყუათა ჴელ-ვყოთ გამოძიებად, ვინაჲთგან პირველ ვერ უძლეთ ყოველთა მათ სიტყუათა ზედამიწევნად. სადა არიან უკუე, რომელნი იტყჳან მისთჳს, ვითარმედ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს? რამეთუ აქა წოდებულ არს „ნათლად ჭეშმარიტად“, ხოლო სხუასა ადგილსა თჳთ „ჭეშმარიტებაცა“ ეწოდების მას და თჳთ „ცხორება“; გარნა იგი სიტყუაჲ, რაჟამს თჳსსა ადგილსა მივიწინეთ, მაშინ გამოვიძიოთ, ხოლო აწ ესე კე-თილ არს თქუმად თქუენისა სიყუარულისა მიმართ, ვითარმედ: უკუეთუ განანათლებს იგი ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად, ვითარ ესეოდენი დაშთეს განუნათლებელად? რამეთუ არა ყოველთა უცნობიეს ქრისტეს სარწმუნოებაჲ, ვითარ უკუე განანათლებს ყოველსა კაცსა? გარნა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ იგი განანათლებს ყოველსა, რაოდენი-იგი მის მიერ იქმნების, ყოვლითურთ ისწრაფის განათლებად და ყოველნი განანათლნა. უკუეთუ ვიეთმე ნებსით გონებისა მათისა თუალნი დაიყვნენ და არა ინებონ ბრწყინვალებასა მის ნათლისასა შეწყნარებად, არა თუ ნათლისა მისგან არს მათი დაბნელებაჲ, არამედ მათისა მის უკეთურებისაგან, რომელთა-იგი...
სახარებაჲ იოვანესი 1:9
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამისთჳს, ჵ სასურველნო შვილნო, მცირედმცირედ დაგიგებთ თქუენ საშუებელსა მას წმიდათა წერილთასა და არა ყოველსავე ერთბამად გეტყჳთ, რაჲთა კეთილად და ადვილად შეუძლოთ თქუმულთა მათ დამარხვად. რამეთუ რომელი-იგი კედელსა აღაშენებნ, და ვიდრე ერთი ქვაჲ არა დაამტკიცის, სხუაჲ დადვის თუ მის ზედა, იგი უჴმარსა კედელსა აღაშჱნებს, ხოლო რომელი პირველ დადებულთა მათ ქვათა დაამაგრებდეს და ესრეთ სხუასა დასდებდეს, იგი მტკიცე და შეურყეველ ჰყოფს ნაშენებსა მას ნელიად და კეთილად გებითა მისითა. და ჩუენცა უკუე ვჰბაძვიდეთ ესევითართა მათ მაშჱნებელთა და ესრეთსახედ აღვაშენებდეთ სულთა თქუენთა, რამეთუ გუეშინის, ნუუკუე ვიდრეღა პირველაღშენებული იგი არა განმტკიცებულ იყოს, სხუაჲ მოვაწიოთ მის ზედა სიღრმჱ სიტყუათაჲ, და ვერ იტჳრთოს გონებამან იგი ყოველი. რაჲ არს უკუე, რომელი-ესე დღეს აღმოვიკითხეთ?
...ით, არამედ სხვით მიდის, მსმენელებს უმაღლესი სწავლებისკენ მიმავალი გზით. იმის თქმის შემდეგ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი" (), მან დაუმატა: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (). როგორც აქ ეს გრძნობადი ნათელი, უფლის ბრძანებით წარმოქმნილი, ხილულ წყვდიადს განდევნიდა, ისე სულიერი ნათელი ცთომილების წყვდიადს განდევნიდა და ცთომილებაში მყოფთ ჭეშმარიტებისკენ მოაქცევდა.
3. ღვთის შემწყნარებლობა და პირველი დღე (1:4-5)
მაშ, დიდი მადლიერებით მივიღოთ საღვთო წერილის სწავლებანი, ნუ აღვუდგებით ჭეშმარიტებას წინ და ნუ დავრჩებით წყვდიადში, არამედ ვისწრაფოთ ნათლისკენ და ვაქმნიოთ ნათლისა და დღის ღირსი საქმენი, როგორც პავლეც მოუწოდებს და ამბობს: „და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით", და „განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი" (რომ 13:12–13). „და უწოდა, — ამბობს (წერილი), — ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე". მაგრამ ჩვენ თითქმის გამოვტოვეთ რაღაც; უნდა დავბრუნდეთ უკან. სიტყვების შემდეგ: „იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი", დამატებულია: „და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ". შეხედე, საყვა...
...ც-თურისასა და არმურსა უღმრთოებისასა. ამისთჳსცა თქუა: „რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი გამოუჩნდა დიდი“, რამეთუ რაჲთა სცნა, ვითარმედ არცა ნათლისა ხილულისათჳს იტყჳს, არცა ბნელისა ამისთჳს. ოდეს-იგი ნათლისათჳს იტყოდა, ესრეთ თქუა: „ნათელი გამოუჩნდა დიდი“, რომელ-იგი სხუასა ადგილსა „ნათელი ჭეშმარიტი“ თქუა მახარებელმან, ხოლო ბნელი რაჲ აჴსენა, „აჩრდილად სიკუდილისა“ სახელ-სდვა მას. ხოლო რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა მათ ძიება-ყვეს ხილვად ნათელი იგი ბრწყინვალე, არამედ თჳსით აღმოუბრწყინდა მათ სიმართლისა მზე, ამისთჳს ღაღად-ყო, ვითარმედ: „ნათელი გამოუჩნდა მათ დიდი“. არა იგინი მირბიოდეს ნათლისა, არამედ ნათელი წყალობით გამოუბრწყინდა.
და ნანდჳლვე სრულად განწირულ იყო ნათესავი კაცთაჲ პირველ ქრისტეს მოსლვისა, რამეთუ არცა თუ ვიდოდეს ბნელსა, არამედ სხდეს ბნელსა სასოწარკუეთილნი და განწირულნი ესოდენ, რომელ ყოვლადვე ვერ ეძლო ზეაღხილვაჲ ანუ აღდგომაჲ, რამეთუ უკუნი იყო ბნელი იგი, უკუნი და „აჩრდილი სიკუდილისაჲ“. რაჲ არს „აჩრდილი სიკუდილისაჲ“? ჴელმწიფებაჲ და უფლებაჲ მისი, რამეთუ დაღაცათუ ქუეყანასა ზედა იყვნეს, არამედ მისსა უფლებასა ქუეშე იქცეოდეს შეწყუდეულნი ბნელსა შინა, ვინაჲცა ჴელმწიფებაჲ აქუნდა მას კაცად-კაცადისა წარტაცებად და დილეგსა მას ჯო...