მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:18

17. ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი.18. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა. ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან.19. და იყო განწვალებაჲ კუალად ჰურიათა მათ შორის ამის სიტყჳსათჳს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
18. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა. ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მოღებად მისა“ (10,17-18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან მრავალგზის განიზრახვიდეს მოკლვად მისა, ამისთჳს იტყჳს იგი, ვითარმედ: უკუეთუ მე არა მენებოს, ამაო არს შრომაჲ თქუენი, და პირველისაგან მეორესა დაამტკიცებს, - სიკუდილისა მიერ აღდგომასა, - რამეთუ ესე არს საკჳრველი და დიდებული, რამეთუ ორივე საკჳრველ იქმნა ახალი. ხოლო გულისხმა-ვყოთ კეთილად სიტყუაჲ ესე, რამეთუ იტყჳს:

თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა (6,14).:

...ბაჲ ძისაჲ, ნუ შეშფოთნები, ვითარმცა ქრისტე ვერ შემძლებელ იყო აღდგინებად თავისა თჳსისა, რამეთუ მისი არს სიტყუაჲ ესე ჴელმწიფებითი, ვითარმედ: "დაჰჴსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ესე" () და "ჴელ-მეწიფების დადებად სულისა ჩემისაჲ, და მერმე კუალად მოღებად მისსა" (). და საქმესა შინა მოციქულთასა იტყჳს, ვითარმედ: "წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი" (). არამედ მოციქული ღმრთეებით ქმნილსა ყოველსა — ერთად და ზოგადად შეჰრაცხს მამისა და ძისად, რამეთუ, რასა-იგი მამაჲ იქმს, მას მე ეგრეთვე იქმს. ამისთჳს ერთ არს მოქმედებაჲ მათი. და ვითარცა-იგი მამაჲ, ეგრეთვე ძე ღმრთეებისა ბუნებითა თჳთ აღადგინებს კაცობრივსა მას გუამსა თჳსსა, რომელი-იგი, ვინაჲთგან მისსა, ცხად არს, ვითარმედ თავი რაჲ] აღდგეს, მის თანა აღდგომად არს ყოველი გუამი. გარნა, ვინაჲთაგან ქრისტეს აღდგომაჲ ქმნილ იყო და არღარა საეჭუელ იყო, ხოლო ჩუენი არღა ქმნილად ჯერეთ საეჭუელ არს, ამისთჳს მოციქულმან მისსა აღდგომასა არღარაჲ სიტყუაჲ დაჰრთო, ვითარცა უეჭუელსა; ხოლო ჩუენსა რაჲ აღდგომასა თანა მოვიდა, და დაჰრთავს, ვითარმედ: "ძალითა მისითა", რაჲთა, რაჟამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არავინ ცნა მეინაჴეთაგანმან“ (13,28).:

...ვე უფალმან ფარულად უთხრა, რაჲთა არა გამოცხადნეს მიმცემელი იგი, რომელსა ეტყოდა ცხადად უფალი, ვითარმედ: „რომელსა იქმ, ყავ ადრე!“ და მათ ვერ ცნეს. ხოლო იტყოდა ამას იესუ, რაჲთამცა დაამტკიცა სიტყუაჲ თჳსი, რომელი ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სული ჩემი და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად მისა“, რამეთუ ვიდრემდის არა ენება, ვერვინ შეუძლო მიღებად მისგან სულისა მისისა; ვინაჲთგან უკუე თავადმან ინება, ადვილ იქმნა საქმჱ იგი; ამისთჳს იტყოდა: „რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე!“ და არავინ ცნა სიტყუაჲ იგი, რამეთუ გან-მცა-ეკუეთა იგი მოწაფეთა, და მო-მცა-ეკლა იგი პეტრეს, არამედ არავინ ცნა. ხოლო იოვანეცა ვერ-მე ცნაა? ვერცა იოვანეს უცნობიეს, რამეთუ შორს იყვნეს იგინი მანქანებისაგან, და იოვანე არა უწყოდა, თუ მაშინ იქმნების მიცემაჲ იგი, არამედ ჰგონებდეს, ვითარმედ დღესასწაულისათჳს ჰრქუა განმზადებად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მან მიიღო პური იგი და განვიდა. და იყო ღამჱ“ (13,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს იტყჳს ჟამსაცა? რაჲთა სცნა უკეთურებისა მიმართ მოსწრაფებაჲ მისი, რამეთუ ჟამმანცა ღამისამან ვერ უძლო დაყენებად. და მათ ეგონა, ვითარმედ გლახაკთა ღუწოლისათჳს თქუა, რამეთუ ფრიად იღუწიდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად, რეცა თუ რისხვით თავსა თჳსსა შორის, მოვიდა საფლავად“ (11,38).:

...თარმედ: „დასცნა იგინი პირსა ზედა თჳსსა“, და ამისთჳს აქა იტყჳს ამას სიმდაბლისა სახესა, ვინაჲთგან მუნ არა თქუა. რამეთუ სიკუდილისათჳს ესრეთ იტყჳს, ვი-თარმედ: თქუა იესუ, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად მისა“, და არარას იტყჳს მუნ კაცობრივსა. ამისთჳს აქა ფრიად კაცობრივსა საქმესა იქმს, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ მისი, რამეთუ მათე შეურვებისა მისგან და შიშისა და ოფლისა მოასწავებს მისსა კაცებისა ბუნებასა, ხოლო ესე - გლოვისაგან. უკუეთუმცა არა ჭეშმარიტად ჩუენისა ბუნებისაჲ იყო, ვი-თარმცა შეპყრობილ იქმნა გლოვისა მიერ ერთ და ორგზისცა? ხოლო ჰურიათა მათ, რომელნი აბრალობდეს მას, არარაჲ ჰრქუა; რამეთუ რად საჴმარ იყვნეს სიტყუანი ესე, ვინაჲთგან საქმით ეგულებოდა ქმნაჲ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღიღეთ ლოდი იგი“ (11,39).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲსათჳს შორით არა მოუწოდა მას და წარმოადგინა, ანუ რაჲსათჳს არა აღადგინა, ვიდრე ლოდი იყო მის ზედა? რამეთუ რომელმან გუამი მკუდრისაჲ უსულოჲ სულიერ-ყო და შეკრულსა ავლენდა, არამცა შეუძლოა, დაღაცათუმცა ლოდი ზედა იყო, აღდგინებად? ხოლო რაჲსათჳს არა ქმნა? ამისთჳს, რაჲთა იგინი თჳთ მოწამე იყვნენ საქმისა მის საკჳრველისა და ვერ...

სრულად ნახვა