თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ცრემლითმცა იყო კითხვაჲ იგი. ხოლო რაჲსათჳს ჰკითხა? ამისთჳს, რამეთუ არა ენება თჳთ მისლვაჲ საქმისა მის მიმართ, არამედ მათ მიერ ცნობაჲ და ვედრებაჲ და მაშინღა ქმნაჲ, რაჲ-თამცა ყოვლისაგან იჭჳსა განაშორნა იგინი.
სახარებაჲ იოვანესი 11:34
...ვებსა? უკუეთუ რომელ-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „დღისა მისთჳს არავინ უწყის“, და იტყჳ, თუ: ძე უმეცარ არს დღესა მას, აწ აქა რაჲ სთქუა, რომელ-ესე იტყჳს: „ვინ-მე არს მონაჲ იგი“? ნუუკუე სთქუა, თუ ამასცა უმეცარ არსა? ნუ იყოფინ! ამას არცა თუ სრულიად განცჳბრებულნი იტყჳან. ანუ ოდეს-იგი იტყოდა ლაზარესთჳს, „სადა დასდევითო“; და კუალად მამისათჳსცა იპოვებიან ესევითარნი სიტყუანი, რამეთუ მან თქუა: „ადამ, სადა ხარო“; და კუალად იტყჳს: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს, და ცოდვანი მათნი განმრავლებულ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მა-თისა, რომელ მოიწევის ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, უკუეთუ არა, რაჲთა ვცნა“; და სახარებასა შინა იტყჳს: „რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ იცის, შეიკდიმონ“.
ესე ყოველნი სიტყუანი უმეცრებასა გამოსახვენ, არამედ არარას უმეცარ იყო, გარნა განგებულებითა შუენიერითა იქმოდა. ადამსა ჰრქუა: „სადა ხარ?“ რაჲთა მისცეს მას ადგილი გულისხმის-ყოფად ცთომისა თჳსისა და აღსაარებად.
ხოლო სოდომელთათჳს ესრეთ განაწესა სიტყუაჲ იგი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ არა მიცემად გა...
...და ურწმუნოებაჲ ჰურიათაჲ აურაცხელ იყო და მრავალგზის შემდგომად ქმნისა სასწაულთაჲსა არაქმნასა სწამებდიან, ამისთჳს წინაჲთვე განგებულებით იქმნებოდა დამტკიცებაჲ სიკუდილისაჲ მის, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა მომკუდარ იყო. ეგრეთვე ლაზარეს ზე იქმნა; ჰრქუა მათ: „სადა დასდევით იგი?“ რაჲთა მათ თჳთ თქუან: „მოვედ და იხილე“; და კუალად ჰრქუეს: „ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს“; და ვერ უძლონ მერმე თქუმად, თუ: არა მკუდარი აღადგინა. ეგრეთვე აქა ყოვლით კერძო დაემტკიცა და საცნაურ იქმნა სიკუდილი ყრმისაჲ მის, რაჲთა ყოველთავე ცნან ძალი საკჳრველებისაჲ მის. ამისთჳსცა, ხედვიდეს რაჲ მშობელნი მისნი, „უპყრა ჴელიო და აღადგინა ქალი იგი“. არა თუ სხუაჲ მისცა სული, არამედ იგივე, რომელი განსრულ იყო მისგან, მოაქცია და, ვითარცა მძინარე, განაღჳძა, რამეთუ ყოველივე ადვილ არს მის წინაშე.
„და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი“, რაჲთა ვერვინ მოიგონოს, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი. და არა თავადმან მისცა, არამედ მათ უბრძანა მიცემად, ვითარცა ლაზარეს ზე ჰრქუა მათ: „განჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის“;