მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:36

35. რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.36. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან.37. და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
36. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).:

...ა მოტევებაჲ და სულსა წმიდასაცა, ისმინე, ძისათჳს ვითარ ეტყჳს ჰურიათა, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა შენდობად ცოდვათა“; ; ; და კუალად: „რაჲთა შვილ ნათლის იქმნნეთ“; და: „მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ“. ხოლო სულისა წმიდისათჳს, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „სული არს ცხოველსმყოფელი“; და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“. და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა მათ სრული გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ იგიცა იცნან, არამედ კუალად, რაჲთა არა უზეშთაესად ძისა შეჰრაცხონ იგი, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „რაოდენი ესმეს, იტყოდის“; და ვითარმედ: „მე მადიდოს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მხადით მე“ (13,13).:

...იტყჳს: „ნუვის ჰხადით მამად ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მოძღუარი და მამაჲ თქუენი“. ხოლო ერთი ესე არა თუ მამისათჳს ოდენ თქუმულ არს, არამედ თავისა თჳსისათჳსცა, რამეთუ უკუეთუმცა არა თავისა თჳსისათჳსცა იტყოდა, ვითარმცა თქუა, თუ: „რაჲთა იქმნნეთ შვილ ნათლისა“? ანუ უკუეთუ მამასა ოდენ იტყჳს მოძღურად, ვითარ იტყჳს აწ, ვითარმედ: „ვარო“?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ბანაჲ ფერჴთაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეცა თქუენ ჰყოფდეთ“ (13,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ესრეთ ჰყოფდით“? ესე იგი არს, ვითარმედ ესევითარითა მოსწრაფებითა, რამეთუ უკუეთუ უფალმან ესრეთ უყო მონათა, ჩუენ, რომელნი-ესე მონანი ვართ, მოყუასთა ჩუენთა არა უყოფდეთა? რამეთუ ამისთჳს მან უზეშთაესი სახჱ გჳჩუენა ჩუენ, რაჲთა ჩუენ მას ვხედვიდეთ და უდარჱსსა ვიქმოდით.

სადა არიან აწ, რომელნი მოყუასთა შეურაცხ-ჰყოფენ? და უფალმან მიმცემელისა მის თჳსისა ფერჴნი დაჰბანნა, უკეთურისა მის და მპარავისა, და ჟამსა მას მიცემისასა, რომელი-იგი უკურნებელ იყო, და ზიარ ტაბლისა თჳსისა ყო, და შენ ჰზუაობა მოყუასსა ზედა და წა...

სრულად ნახვა