თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რად გეშინის რწმუნებად ჩემდა, რომლისა სარწმუნოებაჲ ესრეთ დიდ არს და ღმრთისა მიიწევის? ჰხედავა, ვითარ ყოველსა ადგილსა გამოაჩინებს განუყოფელობასა თჳსსა მამისაგან? ხოლო ესე არაოდეს თქუა, ვითარმედ: რომელსა ჰრწმენეს მამაჲ, მე ვჰრწამ, რამეთუ უძლურ იყვნეს იგინი და ეთქუამცა უგუნურებით, ვითარმედ: აჰა ესერა ჩუენ ღმერთი გურწამს და შენ არა გურწამ; არამედ იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ვჰრწმენე მე, მას მამაჲ ჰრწამს“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არად საჴმარ არს მათი სარწმუნოებაჲ მამისა მიმართ, რომელთა იგი არა ჰრწმენეს; და რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ კაცისათჳს იტყჳს, ამისთჳს თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 12:44
43. რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ.44. ხოლო იესუ ღაღატ-ყო და თქუა: რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი.45. და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12