თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს სიყუარული და ცეცხლისა უმჴურვალჱს, და ზეცისა სიმაღლედ მიიწევის, და არარაჲ სოფლისა საქმეთაგან იქმნების დამაყენებელ მისა. რამეთუ მჴურვალესა მას გულითა პეტრეს ესმა რაჲ, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“, მეყსეულად ჰრქუა მას:
სახარებაჲ იოვანესი 13:36
...ამეთუ არა მას ოდენ უყუარან, არამედ მამასაცა, აწ კუალად იტყჳს გჳრგჳნთა მათთჳს და ნიჭთა, რომელნი მიეცნენ მათ შემდგომად ამიერ წარსლვისა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მნებავს, რაჲთა სადაცა ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა“ (17,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა რომელსა ითხოვდეს მარადის იგინი, ვი-თარმედ: „ვიდრე ხუალ?“ ; (14,5); (16,5) ხოლო ვითარ თავადი ეტყოდა, ვითარმედ: „დასხდეთ ათორმეტთა საყდართა“, ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი აღუ-თქუა, და აწ ითხოვს მამისაგან, ვითარმცა თჳთ ვერ ძალ-ედვა? არამედ ჰხედავა, რამეთუ ესე ყოველი მათისა გულსავსებისათჳს თქუა ესრეთ? უკუეთუ არა, თავადი პირველცა ეტყოდა პეტრეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელ შემომიდგე მე, და სხუაჲ მრავალი ესევითარი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (17,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ესე სასწაული არს მამისა თანა ერთობისა მის მისისაჲ, უზეშთაესი პირველთა მათ, რამეთუ „უწინარჱს სოფლის დაბადებისაო“. ხოლო ამასცა აქუს რაჲმე სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ, რამე-თუ იტყჳს: „რომელი მომეცო“. ჰხედავა დაუსაბამოებასა მი...
...მცირედღა, და არა მხედვიდეთ მე“, და: „მცირედღა, და მიხილოთ მე“, მაშინ სამართლად ვერ გულისხმაჰყოფდეს, ხოლო აწ არღარა; რამეთუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე არა მკითხოთ“? ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა მრქუათ მე, ვი-თარმედ: „მიჩუენე მამაჲ შენი“, ანუ: „ვიდრე ხუალ?“ რამეთუ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ სცნათ, ესრეთ იყოს თქუენი მამაჲ, ვითარცა მე. და მით სიტყჳთა უმეტესად ნუგეშინის-სცემს მათ, რამეთუ ესმა, ვითარმედ: მამისა მეგობარ იყვნეთ; ამისთჳსცა ჰრქუეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ უწყით, რამეთუ ყოველი იცი“ (16,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ გონებათა მათთაებრ მიუგებდა ყოველსავე, რომელი მათცა აღიარეს?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე“ (16,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ სმენისა იცი, რომელსა ზედა დავბრკოლდებით, ანუ რომელსა ზედა აღვეშენებით, და განგჳსუენე ჩუენ, ვინაჲთგან სთქუ, ვითარმედ: „მამასა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ შემიყუარეთ მე“. ესევითართა და ესეოდენთა საქმე-თა ზედა აწღა თქუეს, ვითარმედ: „ვიცით, რამეთუ ყოველი იცი“. ჰხედავა, ვითარ არა სრულებასა შინა იყვნეს, არამედ ჯერეთ უძლურ? და ვითარმცა მოიმადლებდეს მას, ჰრქუეს, ვითარმედ: „აწ ვიცით“. ხოლო...
...ს, ხოლო რაჟამს კაცობრივთა ჭირთა შევცჳვეთ, მაშინ უჴმარ არს მწუხარებაჲ. და ამისთჳს, ვინაჲთგან ქრისტეს მოწაფენი ჯერეთ სრულებისა საზომსა ვერ მიწევნულ იყვნეს და ესე ვნებაჲ მწუხარებისაჲ ებრძოლა, იხილე, ვითარ ნუგეშინის-სცემს უფალი. რამეთუ რომელნიიგი პირველ ფრიად ჰკითხვიდეს, ვითარ-იგი პეტრე ჰრქუა: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ და თომა ჰრქუა: „არა უწყით, ვიდრე ხუალ“, და ფილიპე ჰრქუა: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, მათ ესმა რაჲ, ვითარმედ: „კრებულისაგან განგასხნენ“, და: „რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“, ესრეთ შეძრწუნდეს თქუმულთა მათ ზედა, რამეთუ სიტყუასაცა ვერ ეტყოდეს. და ამისთჳს ჰრქუა უფალმან ყუედრებით, ვითარმედ: „ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“, რამე-თუ ვიცოდე პირველითგანო, და არა თუ არაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ ა...