თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ კუალად იგი იქმს ამას? „რაჲ მე ვქმნეო“, და არა თქუა, ვითარმედ: ვსთხოვო მამასა, არამედ: „რაჲთა იდიდოს მამაჲო“. და პირველ იტყოდა, ვითარმედ: „ღმერთმან ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა“, ხოლო აქა თჳთ ადიდებს მამასა, რამეთუ რა-ჟამს გამოჩნდეს ფრიადი იგი ძალი ძისაჲ, მაშინ მამაჲცა იდიდების. ხოლო რაჲ არს იგი, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა“? ესე იგი არს, რომელსა იტყოდეს მოციქულნი, ვითარმედ: „სახელითა იესუ ქრისტჱსითა აღდეგ და ვიდოდე!“ რამეთუ ყოველნი სასწაულნი რომელნი ქმნნეს, იგი იქმოდა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ იყო მათ თანა.
...აეგზნასო“ (15,6). არამედ რომელი მის თანა ეგოს, არა ესრეთ იყოს. გჳჩუენებს უკუე, თუ რაჲ არს მის თანა დადგრომაჲ, და იტყჳს: „უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ“ (15,7). ჰხედავა, ვითარ საქმეთა კეთილთაჲ ჯერ-არს მოგებაჲ უფროჲს ყოვლისა? რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „რაჲცა ითხოვოთ, გიყო თქუენ“, მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“. და აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲ გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ“ (15,7). ხოლო ესე თქუა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ რომელნი ბოროტსა ზრახვენ მისთჳს, დაიწუნენ, და მათ ნაყოფი გამოიღონ. და მათი შიში წინააღმდგომთა ზედა დადვა და უჩუენა, ვი-თარმედ იგინი უძლეველ იყვნენ, და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა თქუენ ნაყოფი მრავალი გამოიღოთ“ (15,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა სიტყუასა თჳსსა სარწმუნო-ჰყოფს, რამეთუ უკუეთუ ნაყოფიერებაჲ სადიდებელ არს მამისაჲ, არა სამე უდებყოს მან დიდებაჲ თჳსი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყვნეთ ჩემდა მოწაფე“ (15,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ, რომელი ნაყოფსა გამოიღებდეს, მისი მოწაფჱ არს? ხოლო რაჲ...
..., რამეთუ მრავალნი არიან აწ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: გუეშინის უფლისა და გჳყუარს იგი, და საქმით წინააღმდგომსა იქმან. ხოლო ღმერთი საქმით სიყუარულსა ეძიებს; ამისთჳს მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“. რამე-თუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა, გიყო“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ესრეთ უმიზეზოდ იქმს, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარდე, მაშინ გეყოს ყოველი თხოვაჲ თქუენი. და ვინაჲთგან ესმოდა რაჲ, ვითარმედ: „წარვალ მამისა“, ; (16,10,16) იგინი მწუხარე იქმნებოდეს, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა ესე არს სიყუარული ჩემი, რომელ აწ მწუხარე ხართ, არამედ უკუეთუ დაიმარხნეთ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მცნებაჲ მიგეც, რაჲთა იყუარებოდით ურთიერ-თას და რაჲთა ჰყოფდეთ ურთიერთას, ვითარცა-ესე მე ვქმენ. უკუეთუ ესე მცნებანი დაიმარხნეთ, მაშინ ჭეშმარიტად გიყუარ მე“. ; (14,15); (15,9-12,17)
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა სხუაჲ სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ. და ვინაჲთგან არ...