მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:8

7. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.8. ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.9. ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
8. ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (14,8-9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: „პირი მეძვისაჲ იქმნა შენ ზედა, და ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ“. ხოლო ვითარცა ვჰგონებ, არა მის ქალაქისა მიმართ ოდენ შუენის ამის სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ მათა მიმართცა, რომელნი ურცხჳნოდ ჭეშმარიტებისა მიმართ წინააღმდგომ არიან. რამეთუ ფილიპე ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „უფალო, გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, თავადმან მიუგო, ვითარმედ: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცია, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. და ამას ყოველსა ზედა ჯერეთ არიან ვიეთნიმე, რომელნი იკადრებენ მამისაგან ძისა განყოფასა. და რაჲ არს ამისი უმეტესი მახლობელობაჲ? რამეთუ რომელნიმე ამის სიტყჳსა მიერ საბელიოზის წვალებასა შთავარდეს, არამედ ჩუენ ესენიცა და იგინიცა დაუტევნეთ, ვი-თარცა გარდამატებულად უშჯულონი, და ვიხილოთ ჭეშმარიტებაჲ ამათ სიტყუათაჲ, რამეთუ იტყჳს: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცია მე, ფილიპე?“ რაჲ არს უკუე? შენ ხარა მამაჲ, რომელსა ვეძიებ? არაო. ამისთჳს არა თქუა, ვითარმედ: ვიცი იგი, არამედ: „არა მიცი მე?“ არარას სხუასა მოასწავებს სიტყუაჲ ესე,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თქუენცა შემიყუარეთ მე და გრწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა“ (16,27-28).:

...ვითარმედ არარაჲ ძჳრი მოიწიოს მათ ზედა. და რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „მცირედღა, და არა მხედვიდეთ მე“, და: „მცირედღა, და მიხილოთ მე“, მაშინ სამართლად ვერ გულისხმაჰყოფდეს, ხოლო აწ არღარა; რამეთუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე არა მკითხოთ“? ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა მრქუათ მე, ვი-თარმედ: „მიჩუენე მამაჲ შენი“, ანუ: „ვიდრე ხუალ?“ რამეთუ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ სცნათ, ესრეთ იყოს თქუენი მამაჲ, ვითარცა მე. და მით სიტყჳთა უმეტესად ნუგეშინის-სცემს მათ, რამეთუ ესმა, ვითარმედ: მამისა მეგობარ იყვნეთ; ამისთჳსცა ჰრქუეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ უწყით, რამეთუ ყოველი იცი“ (16,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ გონებათა მათთაებრ მიუგებდა ყოველსავე, რომელი მათცა აღიარეს?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე“ (16,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ სმენისა იცი, რომელსა ზედა დავბრკოლდებით, ანუ რომელსა ზედა აღვეშენებით, და განგჳსუენე ჩუენ, ვინაჲთგან სთქუ, ვითარმედ: „მამასა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ შემიყუარეთ მე“. ესევითართა და ესეოდენთა საქმე-თა ზედა აწღა თქუეს, ვითარმედ: „ვიცით, რამეთუ ყოველი იცი“. ჰხედავა, ვითარ არა სრულებასა შინა იყვნეს, არამედ ჯერეთ უძლ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).:

...ჲ ებრძოლა, იხილე, ვითარ ნუგეშინის-სცემს უფალი. რამეთუ რომელნიიგი პირველ ფრიად ჰკითხვიდეს, ვითარ-იგი პეტრე ჰრქუა: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ და თომა ჰრქუა: „არა უწყით, ვიდრე ხუალ“, და ფილიპე ჰრქუა: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, მათ ესმა რაჲ, ვითარმედ: „კრებულისაგან განგასხნენ“, და: „რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“, ესრეთ შეძრწუნდეს თქუმულთა მათ ზედა, რამეთუ სიტყუასაცა ვერ ეტყოდეს. და ამისთჳს ჰრქუა უფალმან ყუედრებით, ვითარმედ: „ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“, რამე-თუ ვიცოდე პირველითგანო, და არა თუ არაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ არა ჰრქუა პირველითგან? არა ეტყოდაა ათორმეტთა, ვითარმედ: „წინაშე მეფე-თა და მთავართაჲსა მიგიყვანებდენ თქუენ და გტანჯვიდენ“?

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ. აღიხილნა იესუ და იხილა მრავალი ერი, მოსრული მისა“ (6,4-5).:

...ესე და რომელსა იგინი იტყჳან, არამედ იგი იქმნა პირველად, რომელსა სხუანი მახარებელნი იტყჳან, და ესე იქმნა უკუანაჲსკნელ. ხოლო რაჲსათჳს ჰკითხა ფილიპეს? გარნა რამეთუ თავადმან იცოდა, თუ რომელთა მოწაფეთა უჴმს უმეტესი სწავლაჲ. რამეთუ ესე არს, რომელსა ეგულების შემდგომად ამისა თქუმად, ვითარმედ: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“. და ამისთჳს პირველითგანვე განამტკიცებდა მას და ასწავებდა. და აწცა ჰკითხა პირველად, და მან აღიარა უქონელობაჲ მათი, რომელ აქუნდა, და ვითარმედ: „ორასისა დრაჰკნისა პური ერისა ამისთჳს ვერ კმა არს“ (6,7). და ვითარცა აღიარა პირითა თჳსითა საქმისა მის სიდიდჱ, მაშინ ქმნა იესუ სასწაული იგი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ამას იტყოდა და გამოსცდიდა მას, რამეთუ თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“ (6,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „გამოსცდიდა“? არაჲ ეგულებოდა მას თქუმად, რამეთუ ყოველივე პირველ ქმნისა და თქუმისა იცოდა. არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ძუელისაგან გულისხმა-ყავ, რამეთუ მუნ იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი გამოსცდიდა აბრაჰამს“. არცა მუნ იტყჳს ამას, თუ შემდგომად გამოცდისა სცნობდა საქმისა მის აღსასრულსა, თუ უსმინოს ანუ არა. ნუ იყოფინ! რამეთუ ვითარმცა ეგებოდა ესე მისთჳს, რომელმან ყოვე...

სრულად ნახვა