მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:6

5. მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი.6. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას.7. უკეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
6. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უსწავლელობაჲ დაჴსნილ და მოშიშ-ჰყოფს სულსა, ვითარცა-იგი სწავლაÁ საღმრთოთა საქმეთაჲ ახოვან-ჰყოფს და მაღალ. რამეთუ რაჟამს არა იყოს მოსწრაფჱ გონებაჲ, მაშინ იქმნების სული მოშიშ არა ბუნებით, არამედ ნებსით. რამეთუ რაჟამს ვიხილო კაცი, რომელი ოდესმე ახოვან იყო და აწ მოშიშ არს, არღარა ბუნებითად ვიტყჳ საქმესა მას, რამეთუ ბუნებითნი ყოველნი შეუცვალებელ არიან. და კუალად ოდეს ვიხილო, რომელნი აწ მოშიშ იყვნეს და შემდგომად მცირედისა კადნიერ იქმნნეს, მასვე გულისხმა-ვჰყოფ და ნებასა ზედა დავსდებ ყოველსავე, რამეთუ მოწაფენიცა ფრიად მოშიშ იყვნეს პირველ, ვიდრეღა არა ესწავა ყოველი, რაოდენი ჯერ-იყო სწავლად, არცა მოეღო მადლი სულისა წმიდისაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ უგულოვნეს ლომთა იქმნეს. და პეტრე, რომელმან ქალისა ერთისა შერისხვაჲ ვერ თავს-იდვა, მეფეთა და მთავართა სძლო და ჯუარსცუმული და ტანჯული არავე დუმნა, არამედ ვი-თარმცა სიზმარი უჩნდა ყოველივე, გარნა უწინარჱს ჯუარს-ცუმისა არა ესრეთ იყო. ამისთჳს ქრისტე ეტყოდა:...

სრულად ნახვა
მოძღვრება რაჭის უეზდის სოფლის ზნაკვის ეკკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?

ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი, გარეშე მისა ვერავის ვერ შეუძლიან გამოხსნა ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისაგან; გარნა რა სახით, ანუ რომლითა საშვალობითა მოგვცემს იგი ჩვენ მადლსა, განათლებასა და ცხოვნებასა, ესე იგი, რა სახით შეიქმნება თითოეული ჩვენგანი მოზიარედ მისის მადლისა და ცხოვნებისა? ეს შეიძლება მხოლოდ ეკკლესიის საშუალობითა. ეკკლესია არის ის ადგილი, სადაცა შენ მიიღებ იმ სწავლასა, რომელიც მოგვცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, იმ მადლს, რომელიც მან დაგვიტევა ჩვენ ჩვენდა საცხოვნებლად. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკკლესია, რომელი ყოველსა კაცსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...ველსა ზედა ჩუენსა, რომელ არს იესუ ქრისტე, დავადგრეთ მის თანა, ვითარცა ვენაჴსა შინა არნ ვაზი; ნუმცა განვეშორებით ყოვლადვე ქრისტესა, რაჲთა არა შეგუემთხჳოს, რაჲ-იგი მან ბრძანა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდა გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმა, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუეს“.

ჰე, გევედრები, შეუდგეთ ქრისტესა და ნუ მოვსწყდებით მას, რაჲთა არა წარვწყმდეთ, რამეთუ წერილ არს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“. ხოლო შედგომაჲ მისი და მიახლებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა იქმნების, რამეთუ იტყჳს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“. და იხილეთ, რავდენითა სახითა შეგუაერთნა მან თავსა თჳსსა: იგი არს თავი, და ჩუენ ასონი; იგი არს საფუძველი, და ჩუენ დაშენებულნი; იგი არს ვენაჴი, ჩუენ რტონი; იგი არს მწყემსი, ჩუენ სამწყსონი; იგი არს სიძე, და ეკლესიაჲ ჩუენი - სძალი; იგი არს გზაჲ, ჩუენ მოგზაურნი; კუალად ჩუენ ვართ ტაძარ, იგი - მყოფი ტაძარსა მას შინა.

იგი არს პირმშოჲ, და ჩუენ გჳწოდა ძმად; იგი არს მკჳდრი, ჩუენ თანამკჳდრნი; იგი არს აღდგომაჲ, ჩუენ აღდგომილნ...

სრულად ნახვა